დევშირმე იუნუს-ფაშა

დევშირმე იუნუს-ფაშა (თურქ. Devşirme Yunus Paşa; გ. 13 სექტემბერი, 1517, თოქათი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1517 წელს, სულთან სელიმ I-ის დროს.

დევშირმე იუნუს-ფაშა
Devşirme Yunus Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 1517
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი, 1517
წინამორბედი: ჰადიმ სინან-ფაშა
მემკვიდრე: ფირი მეჰმედ-ფაშა
სულთანი: სელიმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1517
გარდ. ადგილი: თოქათი
რელიგია: სუნიტური ისლამი

სხვადასხვა საკამათო ვერსიებით იუნუსი იყო ბერძენი, პომაკი, სერბი ან ხორვატი. ის მონაწილეობდა დევშირმის სისტემაში (თავისი ოჯახი მოაქცია ისლამის სარწმუნოებაზე, იმ მიზნით რომ გამხდარიყო ოსმალი ბიუროკრატი). ახალგაზრდობაში მას სურდა გამხდარიყო იანიჩარი, მაგრამ საბოლოოდ ის გახდა იანჩარების კორპუსის აღა. 1511 წელს, ის გახდა ვეზირი დივანში და ანატოლიის ეილაიეთის ბეილერბეი.

იუნუს ფაშამ დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-მამლუქების ომში (1516–1517). მარჯ-დაბიქის ბრძოლაში ოსმალეთის გამარჯვების შემდეგ, 1516 წელს, იუნუს-ფაშამ, ოსმალეთის ჯარებთან ერთად შევიდა ქალაქ ალეპოში (თანამედროვე სირიაში). აქ ის იპყრობს ქალაქებს: ჰამას, ჰომსსდა დამასკოს და აღწევს სწრაფ წარმატებას. შემდეგ, 1517 წელს, რადანიის ბრძოლაში, ის შედის ეგვიპტის ქალაქ კაიროში, იანიჩარების ჯართან ერთად, და სამ დღიანი ალყის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ მოახდინა ამ ქალაქის კაპიტულაცია. მოგვიანებით დაინიშნა ეგვიპტის მმართველად.

დიდი ვეზირის ჰადიმ სინან-ფაშას რადანის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ, 30 იანვარს დიდ ვეზირად დანიშნეს. სავარაუდოდ იგი გამომძალველი და მექრთამე გახდა.

იუნუს-ფაშა სიკვდილით დასაჯეს 1517 წლის 13 სექტემბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Danişmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkânı, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Alper, Ömer Mahir, "Yunus Paşa", (1999) Yaşamları ve Yapıtlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi, İstanbul:Yapı Kredi Kültür Sanat Yayıncılık A.Ş. C.2 s.678 ISBN 975-08-0072-9