დევან ნაირი (ინგლ. Devan Nair, მალაიალამური ენა ദേവൻ നായർ ചെങ്ങറ വീട്ടിൽ) (დ. 5 აგვისტო, 1923, მალაკის შტატი, მალაიზია — გ. 6 დეკემბერი, 2005, ჰამილტონი, კანადა) — სინგაპურის მესამე პრეზიდენტი (1981–1985 წლებში). ეროვნებით ტამილი. სინგაპურში ცხოვრობდა 1933 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა ანტიკოლონიურ ბრძოლაში. ორჯერ იყო დაპატიმრებული (1951, 1956). 1954 წელს შექმნილი სახალხო მოქმედების პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1985 წლის 27 მარტს დატოვა თანამდებობა გაურკვეველი გარემოებების გამო.

დევან ნაირი
தேவன் நாயர்
სინგაპურის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ოქტომბერი, 1981 – 27 მარტი, 1985
პრემიერ-მინისტრი  ლი კუან იუ
წინამორბედიბენჯამინ შირესი
მემკვიდრევი კიმ ვი

დაბადებული5 აგვისტო, 1923
მალაკის შტატი, მალაიზია
გარდაცვლილი6 დეკემბერი, 2005 (82 წლის)
ჰამილტონი, კანადა
პოლიტიკური პარტიასახალხო მოქმედების პარტია
რელიგიაინდუისტი

1995 წლიდან ემიგრაციაშია კანადაში. გარდაიცვალა 2005 წლის 6 დეკემბერს კანადის ქალაქ ჰამილტონში.

ლიტერატურა რედაქტირება