დედოფალ მერის პიკი

დედოფალ მერის პიკი (ინგლ. Queen Mary's Peak) — ერთადერთი მთა და მთვლემარე ვულკანი წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას ტერიტორიის ტრისტანი-და-კუნიას კუნძულებზე. აბსოლუტური სიმაღლე — 2062 მეტრი[1] (ყველა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების და სამხრეთ ატლანტის ოკეანის უმაღლესი წერტილი). ასაკი — 140—156 ათასი წელი, ტიპის მიხედვით ეკუთვნის ფარისებურ ვულკანებს[2]. თავისი სახელწოდება მწვერვალმა მიიღო მარიამ ტეკელის პატივსაცემად. მთის მწვერვალზე მდებარეობს ვულკანური კრატერი, რომელიც ავსებს პატარა გულის მსგავსი ფორმის კრატერულ ტბას, სიდიდით დაახლოებით 90×70 მეტრი.

დედოფალ მერის პიკი
კოორდინატები: 37°06′40″ ს. გ. 12°17′15″ დ. გ. / 37.11111° ს. გ. 12.28750° დ. გ. / -37.11111; -12.28750
სიმაღლე 2062 
პირველი ასვლა 1817 წელი
დედოფალ მერის პიკი — მსოფლიო
დედოფალ მერის პიკი
ხედი კოსმოსიდან

დედოფალ მერის პიკის ერთადერთი დოკუმენტალური ამოფრქვევა მოხდა 1961 წლის ოქტომბერში: როდესაც ლავა გადმოიღვარა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულის მთელ მოსახლეობა ევაკუირებული იქნა[3], ამოფრქვევა დამთავრდა 1962 წლის მარტში[4].

პიკზე ასვლის პირველი დოკუმენტირებული ცდა ეკუთვნის 1793 წელს: მაშინ მწვერვალის დაპყრობას შეეცადა ფრანგი ნატურალისტი ლუი მარი იუბერ დუ პეტი-ტუარი, მაგრამ უშედეგოდ. პირველად მთა დაილაშქრა 1817 წლის დასაწყისში. დღეისათვის დედოფალ მერის პიკის დალაშქვრა შესაძლებელია საკმაოდ ტრივიალური მარშრუტით და სჭირდება 5—10 საათი, მეგზურის გაყოლა აუცილებელია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება