დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე 97 საათსა და 20 წუთში პირდაპირი გზით (ფრანგ. De la Terre à la Lune) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, რომელიც პირველად 1865 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილი მოვლენები ძირითადად ვერნის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა ისინი დღესაც დიდ განცვიფრებას იწვევს ჩვენში.

დედამიწიდან მთვარემდე
საერთო სათაური დედამიწიდან მთვარემდე
ჟანრი მეცნიერულ-ფანტასტიკური
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1865
წინა მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ
შემდეგი მთვარის გარშემო და კაპიტან გრანტის შვილები

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში გაიხსნება „საზარბაზნე კლუბი“. იგი მალე გაითქვამს სახელს მის მიერ წარმოებული ზარბაზნებით, ბომბებითა და ყუმბარებით. თუმცა ომის დასრულების შემდეგ კლუბის წევრები უსაქმურად რჩებიან და ამაზე ჩივილს იწყებენ.

სწორედ ამ დროს, კლუბის პრეზიდენტი იან ბარბიკენი კლუბის წინაშე სიტყვით წარდგება და მათ შესთავაზებს, რომ გაგზავნონ ყუმბარა მთვარეზე. ეს იდეა მთელ ამერიკაში და არა მხოლოდ იქ, უდიდეს მოწონებას ჰპოვებს და მალე მთელი მსოფლიო ამაზე ალაპარაკდება.

კემბრიჯის ობსერვატორიასთან შეთანხმების საფუძველზე, „საზარბაზნე კლუბმა“ ყუმბარის გაშვება მომავალი წლის 1 დეკემბერს, ზუსტად 22 საათზე, 46 წუთსა და 40 წამზე გადაწყვიტა, რათა მას მოეხერხებინა მთვარეზე 97 საათსა და 20 წუთში ჩაღწევა, ანუ 4 დეკემბერს, შუაღამისას. სწორედ ამ დროს იქნებოდა მთვარე უახლოეს მანძილზე დედამიწისგან. მთელ მსოფლიოში ამ პროექტის განსახორციელებლად 5 მილიონზე დიდი თანხა შეგროვდა. ამასთან, გასროლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო 28 განედზე. ტეხასსა და ფლორიდას შორის, დიდი ბჭობის შემედეგ „საზარბაზნე კლუბმა“ ფლორიდა აირჩია. ცოტა ხანში იქ სამუშაოები დაიწყო.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ პროექტის ერთადერთი მტერის, კაპიტან ნიკოლისა და იან ბარბიკენის მტრობის შესახებ. ომის დროს ნიკოლი ჯავშნებს ამზადებდა, ხოლო ბარბიკენი — ყუმბარებს. სწორედ ამიტომ გადაემტერა ეს ორი კეთილშობილი ადამიანი ერთმანეთს. მართალია, მათ სძულდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი არასდროს შეხვედროდნენ ერთმანეთს. კაპიტანი ნიკოლი 15 000 დოლარს დადებს, რომ ეს ექსპერიმენტი კარგად არ დასრულდება, ხოლო სანაძლეოზე უარს არც ბარბიკენი ამბობს.

კაპიტან ნიკოლს რა თქმა უნდა არ სურდა, რომ ბარბიკენს წარმატებისთვის მიეღწია და ამ პროექტის ჩაშლა დაისახა მიზნად. იგი თითქმის ყოველდღიურად წერდა სტატიებს ბარბიკენის წამოწყების წინააღმდეგ და შემდეგ რედაქციებში გზავნიდა. გაზეთის რედაქტორებიც უპრობლემოდ ბეჭდავდნენ მას. მაგრამ სანამ ნიკოლი წიგნში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, კიდევ ერთი რამ მოხდა.

პრეზიდენტმა ბარბიკენმა დეპეშა მიიღო ფრანგი მიშელ არდანისგან. არდანი იანს ატყობინებდა, რომ ამერიკაში მიდიოდა, რათა ჩამჯდარიყო ყუმბარაში და მასთან ერთად გაფრენილიყო. მან მოითხოვა ყუმბარის ზომის შეცვლა, მაშინ, როდესაც ფლორიდაში თითქმის ყველაფერი დასრულებული იყო. ის არა მარტო ბარბიკენმა, არამედ მთელმა მსოფლიომ გიჟად მიიჩნია. იანი მალე ამერიკაში ჩადის და ხალხის წინაშე წარდგება. მართალია, იგი ხალხს თავს გააცნობს, როგორც გაუნათლებელი ადამიანი, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, იგი თავის თავის არასწორად აფასებს და რამდენიმე ძალზე რეალური მტკიცებულებით დაამტკიცებს, რომ შეუძლია ყუმბარასთან ერთად მთვარეზე გაფრენა. მაშინ, როცა მას ჰგონია, რომ ყველა დაარწმუნა, ერთი უცნობი მას დავას უწყობს, თუმცა არდანი მის შენიშვნებსაც ფაქტებით აბათილებს. ეს უცნობი არის კაპიტანი ნიკოლი. იმ დღეს მასსა და ბარბიკენს შორის დუელი დაინიშნება.

მეორე დილით, ბარბიკენის ერთგული მეგობარი, ჯ. ტ. მატსონი და არდანი მიდიან დუელის ჩაშაშლელად. თუმცა მათ წინაშე სისხლიანი სურათის ნაცვლად ორი კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდება, რომელთაც საქმეში გართულთ სრულიად გადავიწყებოდათ დუელი. არდანი მოახერხებს მათ შერიგებას და სთავაზობს, რომ სამივე ერთად გაემგზავრონ მთვარეზე, რაზეც ნიკოლიც და ბარბიკენიც თანახმანი არიან.

ასე გავა რამდენიმე თვე. ნოემბერში უკვე ყველაფერი მზად იქნება გასამგზავრებლად. მასტონი 1 კვირის განმავლობაში იცხოვრებს ყუმბარაში, რათა იგი გამოსცადოს და ყუმბარაც წარმატებით აბარებს გამოცდას.

1 დეკემბერს, ზუსტად დანიშნულ დროს ნიკოლი, ბარბიკენი და არდანი ყუმბარასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან. ზარბაზნის გასროლა იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, რომ მთელ ამერიკას შეაზანზარებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ცა მოღრუბლულია, ამიტომ ვერაფრით ახერხებენ გაიგონ, თუ სადაა ყუმბარა და მიაღწია თუ არა მან მთვარეს. მხოლოდ 12 დეკემბერს მოახერხებს კემბრიჯის ობსერვატორია მთვარის დანახვას და დაადგენს, რომ ყუმბარამ ვერ მიაღწია მთვარეს, თუმცა ისე ახლოს ჩაუქროლა მას, რომ მის გარშემო იწყო ტრიალი და გახდა მთვარის თანამგზავრი. ასე სრულდება ეს წიგნი. მისი გაგრძელება კი არის წიგნი მთვარის გარშემო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება