დებეტისაბუღალტრო აღრიცხვის ტერმინი. მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან debre „დარჩა“ (ინგლისური ვიკიპედიის თანახმად). სხვა წყაროს მიხედვით წარმოიშობა ლათინური სიტყვისაგან „debet“, რომელიც ნიშნავს „მას მართებს“ (დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად).

საბუღალტრო ანგარიშის მარცხენა მხარე, რომელიც ასახავს (უტრირებულად) საწარმოს ქონებას ან საკუთრების უფლებას, ანგარიშზე აღრიცხული ფაქტების კონტექსტში. დებეტური ნაშთი - ანგარიში რომელემე თარიღით. დებეტური ბრუნვა ანგარიში რომელიმე დროის მონაკვეთში. დებეტური ნაშთი - საწარმოს ქონების ან საკუთრების უფლების მდგომარეობა, რომელიც აღირიცხება ანგარიშზე, რომლის ნაშთსაც ვაკვირდებით, დროის რომელიმე მომენტში. დებეტური ბრუნვა - დროის მონაკვეთში შესრულებული სამურნეო საქმიანობის ოპერაციები, რომლითაც გამოწვეულია ქონებრივი\საკუთრების უფლების ზრდა ან საწარმოს ვალდებულებების შემცირება, რომლებიც აღირიცხება განხილვად ანგარიშზე. დებეტური ბრუნვა აქტივის ანგარიშებში, უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, სამურნეო საქმიანობის ასახვისას, ნიშნავს თანხების ზრდას (აქტივის ანგარიშებზე, როგორც წესი აღირიცხება საწარმოს ქონება ან ქონებრივი უფლება და რეზერვები). დებეტური ბრუნვა პასივის ანგარიშებში - ნიშნავს თანხების კლებას (პასივის ანგარიშებში, როგორც წესი, აღირიცხება ხელფასი და სხვადასხვა ვალდებულებები, ასევე საწარმოს კაპიტალი). ხშირად იხმარება ტერმინი დებეტური გატარება, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არ გააჩნია. დებეტურ გატარებაში იგულისხმება იმ ანგარიშის დებეტირება, რომელსაც გატარება ეხება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება