დაჰუკის მუჰაფაზა იგივე დაჰუკის პროვინცია (არაბ. محافظة دهوك‎, ქურთ. پارێزگای دھۆک) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა ქვეყანა მდებარე 18-დან. მდებარეობს ქურთისტანში და შესაბამისად, ამ მუჰაფაზაში ძირითადად ქურთები სახლობენ. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი დაჰუკი. მოიცავს 7 რაიონს.

მუჰაფაზა
დაჰუკის პროვინცია
محافظة دهوك
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
ადმ. ცენტრი დაჰუკი
კოორდინატები 37°03′00″ ჩ. გ. 43°09′00″ ა. გ. / 37.05000° ჩ. გ. 43.15000° ა. გ. / 37.05000; 43.15000
ფართობი 6 553 კმ²
მოსახლეობა 1 356 415 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTCUTC+3
ოფიციალური საიტი http://www.duhokgov.org

დაჰუკის მუჰაფაზა სირიისა და თურქეთის საზღვართან მდებარეობს. მას თურქეთი ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება, ხოლო სირიადასავლეთით.

2011 წლის აღწერის მონაცემებით, დაჰუკის მუჰაფაზის მოსახლეობამ 1 356 415 ადამიანი შეადგინა. აქედან მილიონზე მეტი ადამიანი პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქალაქ დაჰუკში ცხოვრობს. მუჰაფაზის ფართობი 6 553 კმ²-ია. დაჰუკის მუჰაფაზის გუბერნატორი არის ფარჰად ამეენ ათრუში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება