დაფნარი

სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

დაფნარისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 7 კილომეტრი. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელს ემსახურება დაბლაგომის საჯარო სკოლა.

სოფელი
დაფნარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°06′20″ ჩ. გ. 42°19′38″ ა. გ. / 42.10556° ჩ. გ. 42.32722° ა. გ. / 42.10556; 42.32722
დაარსდა ძვ. წ. V-II სს
ცენტრის სიმაღლე 40
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 541[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაფნარი — საქართველო
დაფნარი
დაფნარი — იმერეთის მხარე
დაფნარი
დაფნარი — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
დაფნარი

ისტორია რედაქტირება

სოფლის მიდამოებში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, ნაპოვნია ძვ. წ. V-II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. 1966-1973 წლებში გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ნ. კიღურაძე) აღმოჩნდა ბუნებრივ და ხელოვნურ ტერასებზე აგებული ბათქაშით შელესილი წნული ოთკუთხა ფაცხები. საოჯახო სამაროვნები განლაგებულია ცალკეულ ბუდეებად, როგორც ჩანს, საკარმიდამო ნაკვეთებზე. სამარხებად გამოყენებულია ორმოებში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ჩადგმული საღვინე ქვევრები. გვხვდება როგორც მდიდრული, ისე ღარიბული სამარხები. არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, მონეტები) მოწმობს ქონებრივ დიფერენციაციას სასოფლო თემის შიგნით. დაფნარი ვანის ანტიკური ხანის ქალაქის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და ჩაბმული იყო სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რასაც ხელს უწყობდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ კომუნიკაციათა სიახლოვე.

შუა საუკუნეებში დაფნარი შედიოდა ჯერ ქვაბულიძეთა საერისთავოში, შემდეგ კი ჭილაძეების სათავადოში. სოფელში შემორჩენილია ადგილი „ჭილა მეფის ნასახლარი“.[2] სოფელში იდგა ღვთისმშობლის შობის ეკლესია. სოფელი მოხსენიებულია გალაკტიონის ლექსში „გურიის მთებს“.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 541 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 677 312 365
2014[1]   541 270 271

ლიტერატურა რედაქტირება

  • კიღურაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 337.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 135-137

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II