დარფურის სასულთნო

დარფურის სასულთნონილოსის ხეობაში კოლონიალიზმამდე არსებული სახეელმწიფო, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე. ის დამოუკიდებლობას 1603–1874/1898–1916 წლებში ინარჩუნებდა.

დარფურის სასულთნო
არაბ. سلطنة دارفو

სასულთნო

1603 — 1916
დროშა გერბი

დარფურის სასულთნო და მისი მეზობელი ქვეყნები 1750 წელს.
დედაქალაქი ელ-ფაშირი–1790 წლიდან.
ენა ფური, არაბული.
დინასტია აბსოლუტური მონარქია
 - 1603-1637 სულეიმან სოლონი (პირველი)
 - 1873-1874 იბრაჰიმი (ბოლო)
ადრეული თანამედროვე პერიოდი
ისტორია
 - დაარსება. 1603
 - გაუქმება. 6 ნოემბერი 1916

წყაროების მიხედვით XIV საუკუნეში მიგრირებული დაჟუები და ტუნჯურები იყო პირველი ძალა, რომლებმაც ნაყოფიერი მარას მთიანეთის მიდამოებში ორგანიზებული სახელმწიფო შექმნეს. სასულთნოს გამორჩეული მმართველი იყო დალი, რომელიც დედის მხრიდან ეკუთვნოდა ფურების ტომს. მან სამეფო დაყო პროვინციებად და შემოიღო ყურანზე დამყარებული სამართალი. მისი შვილიშვილი სულეიმანი (ფურები მოიხსენიებენ ეპიტეთიტ სოლონი, რაც არაბს ან წითელს ნიშნავს), იყო გამორჩეული მერძოლი. სულეიმან სოლონი მიიჩნევა კირას დინასტიის და დარფურის სასულთნოს დამაარსებლად.

პირველ მსოფლიო ომში დარფურის სასულთნოს ოსმალეთისთვის დახმარების გამო, 1916 წელს ბრიტანელები შეიჭრნენ დარფურში და ბრძოლაში მოკლეს მისი ბოლო სულთანი ალი დინარი. შედეგად დარფური მოექცა ანგლო–ეგვიპტური სუდანის შემადგენლობაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • R. S. O'Fahey: The Darfur Sultanate: A History. Columbia University Press, New York 2008

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება