დანი გარსია (ინგლ. Danay García; დ. 5 ივლისი, 1984) — კუბელი მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა სოფია ლუგოს როლის შესრულებით, ტელესერიალ „ციხიდან გაქცევაში“. დაიბადა ქალაქ ჰავანაში. 10 წლიდან ცეკვავს. ფლობს ბალეტს, სალსას, აფრიკულ ცეკვას, მუცლის ცეკვასა და ფლამენკოს. დანი გარსია მოღვაწეობს აგრეთვე როგორც მოდელი. დღეისათვის მომთხოვნია ძირითადად როგორც მსახიობი. ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში.

დანი გარსია

დანი გარსია სოფია ლუგოს როლში, ტელესერიალ „ციხიდან გაქცევაში.“
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1984
ჰავანა, კუბა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება