დანიის სრუტე — სრუტე გრენლანდიასა და ისლანდიას შორის. სრუტის ჩრდილოეთით მდებარეობს გრენლანდიის ზღვა, ხოლო სამხრეთით ატლანტის ოკეანე. დანიის სრუტის სიგანე დაახლოებით შეადგენს 260 კმ-ს. სიღრმე მერყეობს 600 მეტრიდან 4000 მეტრამდე.

დანიის სრუტე

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 24 მაისს აქ გაიმართა ბრძოლა გერმანიის და დიდი ბრიტანეთის გემებს შორის. ამ ბრძოლაში გერმანელებმა ჩაძირეს ბრიტანული ერთ-ერთი მთავარი მოიერიშე კრეისერი HMS Hood (51).