დანიელ ალბერტო პასარელა (ესპ. Daniel Alberto Passarella; დ. 25 მაისი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იგი ერთადერთია არგენტინელ ფეხბურთელებს შორის, ვინც ორგზის (1978, 1986) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებს.[1][2]

დანიელ პასარელა
პასარელა ფიფა-ს თასით 1978 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დანიელ ალბერტო პასარელა
დაბადების
თარიღი
25 მაისი, 1953 (1953-05-25) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩაკაბუკო,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1973 სარმიენტო 36 (9)
1974–1982 რივერ პლეიტი 226 (90)
1982–1986 ფიორენტინა 109 (26)
1986–1988 ინტერი 44 (9)
1988–1989 რივერ პლეიტი 32 (9)
სულ 447 (140)
ეროვნული ნაკრები
1975–1986 არგენტინა 70 (23)
სამწვრთნელო კარიერა
1989–1994 რივერ პლეიტი
1994–1998 არგენტინა
1999–2001 ურუგვაი
2001 პარმა
2002–2004 მონტერეი
2005 კორინთიანსი
2006–2007 რივერ პლეიტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1978 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნულმა გუნდმა მისი კაპიტნობით პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საკლუბო და სანაკრებო მატჩებში გატანილი აქვს 175 გოლი, რითაც ფეხბურთის ისტორიაში მცველებს შორის მეორე ადგილს იკავებს რონალდ კუმანის შემდეგ.[3] არაერთხელ შედიოდა მსოფლიოს სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში.

პასარელა, როგორც გუნდის კაპიტანი დიდ გავლენას ახდენდა თამაშის მთელ მსვლელობაზე, ხშირად ერთვებოდა შეტევებში და თავისი ორგანიზატორული თვისებებით დიდწილად განსაზღვრავდა გუნდის წარმატებას. მისთვის დამახასიათებელი ემოციური, თავდადებული და შთამაგონებელი თამაშის გამო გულშემატკივრებმა მას „დიდი კაპიტანი“ (ესპ. El Gran Capitán), ხოლო ელეგანტური და არისტოკრატული თამაშის სტილის გამო ფრანც ბეკენბაუერის მსგავსად „ელ კაიზერი“ (ესპ. El Kaiser) შეარქვეს.

კარიერა რედაქტირება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

პასარელა საკლუბო კარიერას 1971 წელს არგენტინულ საფეხბურთო კლუბ ხუნინის „სარმიენტოში“ იწყებს, სადაც 1973 წლის ჩათვლით გამოდის. მის შემადგენლობაში ჩემპიონატის 36 შეხვედრას ატარებს და ცხრა ბურთი გააქვს.

1974–1982 წლებში ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონატის 226 მატჩს თამაშობს და 90 გოლის გატანას ახერხებს. „რივერ პლეიტთან“ ერთად არგენტინის ჩემპიონატის ფარგლებში ოთხჯერ მეტროპოლიტანოს — 1975,[4] 1977,[5] 1979,[6] 1980,[7] ხოლო სამჯერ ნასიონალის — 1975,[8] 1979,[9] 1981[10] გამარჯვებული ხდება. 1976 წელს აღიარეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.[11]

1982–1986 წლებში იტალიის „ფიორენტინაში“ გამოდის, სადაც 109 შეხვედრაში და 26 ბურთი გაქვს.

მილანის „ინტერის“ მაისურით პასარელა ორი საფეხბურთო სეზონის (1986–1988) განმავლობაში გამოდის.

1986–87 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონატის 30 შეხვედრიდან 23 მატჩში იღებს მონაწილეობას და სამი გოლი გააქვს. მიმდინარე ჩემპიონატში „ინტერი“ 38 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება გათამაშების გამარჯვებულს — „ნაპოლის“, რომელიც მარადონას წყალობით კლუბის ისტორიაში თავის პირველ სკუდეტოს იგებს.

შედეგიანობის მხრივ უფრო იღბლიანი და ერთგვარად დრამატულიც გამოდგა მისი გამოსვლა იტალიის თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 8 შეხვედრაში — ოთხჯერ მეტოქეთა კარის, ხოლო ერთხელ — საკუთარი კარის აღებასაც ახერხებს.[კომ. 1]

იმავე სეზონში „ინტერის“ რიგებში უეფას თასის გათამაშების ტურნირზეც ასპარეზობს, სადაც შვიდ შეხვედრაში იცავს კლუბის ღირსებას და ერთი გოლი გააქვს. 1987–88 წლის სეზონში გასულ სეზონთან შედარებით სერია A-ს გათამაშებაში ორი მატჩით ნაკლებს ატარებს და სულ 21-ჯერ გამოდის მწვანე მინდორზე, თუმცა ამჯერად წინასგან განსხვავებით ორჯერ მეტი — ექვსი გოლი გააქვს მეტოქეთა კარში. ამას გარდა იტალიის თასის გათამაშებაში, წინა სეზონის მსგავსად, ახლაც 8 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, თუმცა მეტოქეთა კარის აღებას ამჯერად მხოლოდ ერთხელ ახერხებს. ამ სეზონში „ინტერის“ რიგებში კვლავ ასპარეზობს უეფას თასის გათამაშებაში, სადაც ექვს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში მილანის „ინტერის“ ღირსებას იტალიის სერია A-ს 44 შეხვედრაში იცავს და ცხრა ბურთი გააქვს.

თავის უკანასკნელ საფეხბურთო სეზონს (1988–1989) პასარელა კვლავ სამშობლოში — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ ატარებს (32 მატჩი და ცხრა გოლი).

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მუშაობდა არგენტინის, იტალიის, მექსიკის და ბრაზილიის საფეხბურთო კლუბებში. 1994–1998 წლებში სათავეში ედგა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო 1998–2001 წლებში ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1997 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად. 2009 წლის დეკემბრიდან ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და ტიტულოვანი არგენტინული კლუბის — ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტის“ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1976–1986 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 70 შეხვედრა ჩაატარა,[12][13][14][15] რომლის მაისურით პირველად 1976 წლის 20 მარტს,[16] სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო ორლანდო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ალბერტო ტარანტინი, ოსვალდო არდილესი, რიკარდო ბოჩინი, მარსელო ტრობიანი, მარიო კემპესი, ლეოპოლდო ლუკე და ამერიკო გალიეგო. მატჩი კიევში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1986 წლის 4 მაისს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ნერი პუმპიდო, ოსკარ გარე, ხულიო ოლარტიკოეჩეა, ოსკარ რუჯერი, სერხიო ბატისტა, კლაუდიო ბორგი, ხორხე ბურუჩაგა, რიკარდო ჯუსტი, დიეგო მარადონა, სერხიო ომარ ალმირონი და დანიელ პასარელა. მატჩი თელ-ავივში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 7–2 დასრულდა.[17]

სანაკრებო მატჩები რედაქტირება

თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 20.03.1976
კიევი
სსრკ   0–1   არგენტინა
ამხანაგური
  56'
[18][19][20]
2 08.04.1976
ბუენოს-აირესი
არგენტინა   4–1   ურუგვაი
ატლანტიკის თასი
[21]
3 19.05.1976
რიო-დე-ჟანეირო
ბრაზილია   2–0   არგენტინა
ატლანტიკის თასი
[22][23]
4 09.06.1976
მონტევიდეო
ურუგვაი   0–3   არგენტინა
ატლანტიკის თასი
[24]
5 28.10.1976
ლიმა
პერუ   1–3   არგენტინა
ამხანაგური
  76'
[25]
6 10.11.1976
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   პერუ
ამხანაგური
  62'
[26]
7 05.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–3   გფრ
ამხანაგური
  73'
[27]
8 12.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   ინგლისი
ამხანაგური
[28]
9 18.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   შოტლანდია
ამხანაგური
  80' (პენ.)
[29][30]
10 26.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   0–0   საფრანგეთი
ამხანაგური
[31]
11 03.07.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   იუგოსლავია
ამხანაგური
  32' (პენ.)
[32]
12 12.07.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–0   გდრ
ამხანაგური
[33]
13 24.08.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   პარაგვაი
ბოგადოს თასი
(1)
[34]
14 19.03.1978
მარ-დელ-პლატა
არგენტინა   2–1   პერუ
კასტილიას თასი
(2)
[35]
15 23.03.1978
ლიმა
პერუ   1–3   არგენტინა
კასტილიას თასი
  25' (პენ.)
[36]
16 29.03.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   ბულგარეთი
ამხანაგური
[37]
17 06.04.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–0   რუმინეთი
ამხანაგური
  20'83'
[38]
18 20.04.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   ირლანდია[კომ. 2]
ამხანაგური
[39]
19 03.05.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–0   ურუგვაი
ამხანაგური
[40]
20 02.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   უნგრეთი არგენტინა 78
  77'
[41]
21 06.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   საფრანგეთი არგენტინა 78
  45' (პენ.)
[42]
22 10.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   0–1   იტალია არგენტინა 78 [43]
23 14.06.1978 როსარიო არგენტინა   2–0   პოლონეთი არგენტინა 78 [44]
24 18.06.1978 როსარიო არგენტინა   0–0   ბრაზილია არგენტინა 78 [45][23]
25 21.06.1978 როსარიო არგენტინა   6–0   პერუ არგენტინა 78 [46]
26 25.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   3–1   ნიდერლანდები არგენტინა 78 [47]
27 25.04.1979
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   ბულგარეთი
ამხანაგური
  60' (პენ.)
[48]
28 22.05.1979
ბერნი
არგენტინა   0–0   ნიდერლანდები
ამხანაგური
(3)
[49]
29 26.05.1979
რომი
იტალია   2–2   არგენტინა
ამხანაგური
  56' (პენ.)
[50]
30 02.06.1979
გლაზგო
შოტლანდია   1–3   არგენტინა
ამხანაგური
[51]
31 25.06.1979
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–2   მსოფლ. ნაკრები
ამხანაგური
[52]
32 18.07.1979
ლა-პასი
ბოლივია   2–1   არგენტინა
კოპა ამერიკა
[53]
33 02.08.1979 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია   2–1   არგენტინა
კოპა ამერიკა
[54][23]
34 18.07.1979
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–0   ბოლივია
კოპა ამერიკა
  01'
[55]
35 23.08.1979
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–2   ბრაზილია
კოპა ამერიკა
  38'
[56][23]
36 12.09.1979
ბერლინი
გფრ   2–1   არგენტინა
ამხანაგური
[57]
37 16.09.1979
ბელგრადი
იუგოსლავია   4–2   არგენტინა
ამხანაგური
  82'
[58]
38 13.05.1980
ლონდონი
ინგლისი   3–1   არგენტინა
ამხანაგური
  53' (პენ.)
[59]
39 16.05.1980
დუბლინი
ირლანდია   0–1   არგენტინა
ამხანაგური
[60]
40 21.05.1980
ვენა
ავსტრია   1–5   არგენტინა
ამხანაგური
[61]
41 18.09.1980
მენდოსა
არგენტინა   2–2   ჩილე
ამხანაგური
[62]
42 09.10.1980
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–0   ბულგარეთი
ამხანაგური
[63]
43 12.10.1980
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   პოლონეთი
ამხანაგური
  14' (პენ.)
[64]
44 15.10.1980
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   ჩეხოსლოვაკია
ამხანაგური
[65]
45 04.12.1980
მარ-დელ-პლატა
არგენტინა   1–1   სსრკ
ამხანაგური
[66]
46 16.12.1980
კორდოვა
არგენტინა   5–0   შვეიცარია
ამხანაგური
  67' (პენ.)
[67]
47 01.01.1981
მონტევიდეო
არგენტინა   2–1   გფრ
ოქროს თასი
[68]
48 04.01.1981
მონტევიდეო
არგენტინა   1–1   ბრაზილია
ოქროს თასი
[69][23]
49 28.10.1981
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–2   პოლონეთი
ამხანაგური
  42'  
[70]
50 11.11.1981
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   ჩეხოსლოვაკია
ამხანაგური
[71]
51 24.03.1982
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   გფრ
ამხანაგური
[72][73]
52 04.04.1982
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   სსრკ
ამხანაგური
[74]
53 05.05.1982
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   ბულგარეთი
ამხანაგური
  44'
[75]
54 12.05.1982 როსარიო არგენტინა   1–0   რუმინეთი ამხანაგური [76]
55 13.06.1982 ბარსელონა არგენტინა   0–1   ბელგია ესპანეთი 82 [77]
56 18.06.1982 ალიკანტე არგენტინა   4–1   უნგრეთი ესპანეთი 82 [78]
57 23.06.1982 ალიკანტე არგენტინა   2–0   სალვადორი ესპანეთი 82
  22' (პენ.)
[79]
58 29.06.1982 ბარსელონა იტალია   2–1   არგენტინა
ესპანეთი 82
  83'
[80]
59 02.07.1982 ბარსელონა ბრაზილია   3–1   არგენტინა
ესპანეთი 82
  33'
[81][23]
60 09.05.1985
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   პარაგვაი
ამხანაგური
[82]
61 14.05.1985
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–0   ჩილე
ამხანაგური
[83]
62 26.05.1985
სან-კრისტობალი
ვენესუელა   2–3   არგენტინა
შესარჩევი
  42'
[84][85]
63 02.06.1985
ბოგოტა
კოლუმბია   1–3   არგენტინა
შესარჩევი
[86][87]
64 09.06.1985
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–0   ვენესუელა
შესარჩევი
[88][89]
65 16.06.1985
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   კოლუმბია
შესარჩევი
[90][91]
66 23.06.1985
ლიმა
პერუ   1–0   არგენტინა
შესარჩევი
[92][93]
67 30.06.1985
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–2   პერუ
შესარჩევი
(4)   81'
[94][95]
68 26.03.1986 პარიზი საფრანგეთი   2–0   არგენტინა
ამხანაგური
[96]
69 30.04.1986 ოსლო ნორვეგია   1–0   არგენტინა
ამხანაგური
[97]
70 04.05.1986 თელ-ავივი ისრაელი   2–7   არგენტინა
ამხანაგური
[98]
(1)[99] (2)[100] (3) (პენ.) 8–7 (4) [კომ. 3]

სტატისტიკა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

კლუბი დივ. სეზონი ლიგა თასი(1) საერთ(2) ჯამში გსმ(3)
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სარმიენტო
  არგენტინა
3.ª 1973 36 9 36 9 0,25
სულ 36 9 0 0 0 0 36 9 0,25
რივერ პლეიტი
  არგენტინა
1.ª 1974 22 5 22 5 0,22
1975 29 9 29 9 0,31
1976 35 24 9 1 44 25 0,56
1977 40 13 2 1 42 14 0,33
1978 19 4 9 1 28 5 0,17
1979 38 9 38 9 0,23
1980 41 12 7 0 48 12 0,25
1981 42 14 6 1 48 15 0,31
სულ 226 90 0 0 33 4 259 90 0,34
ფიორენტინა
  იტალია
1.ª 1982–83 27 3 5 0 2 0 34 3 0,22
1983–84 27 7 7 1 34 8 0,23
1984–85 26 5 6 3 3 1 35 9 0,25
1985–86 29 11 7 4 36 15 0,41
სულ 109 26 25 8 5 1 139 35 0,25
ინტერი
  იტალია
1.ª 1986–87 23 3 8 4 7 1 38 8 0,21
1987–88 21 6 8 1 6 0 35 7 0,20
სულ 44 9 16 5 13 1 73 15 0,20
რივერ პლეიტი
  არგენტინა
1.ª 1988–89 32 9 0 0 32 9 0,28
სულ 32 9 0 0 0 0 32 9 0,28
სულ ჯამში 447 134 41 13 50 6 538 153 0,28
(1) იტალიის თასის მონაცემების ჩათვლით.
(2) ლიბერტადორესის თასისა და უეფა-ს თასის მონაცემების ჩათვლით.
(3)ამხანაგურ შეხვედრებში გატანილი გოლების გარდა.

სანაკრებო რედაქტირება

ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი კოპა ამერიკა სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1976 3 2 - - - - 3 0 6 2
1977 6 3 - - - - 1 0 7 3
1978 4 2 7 1 - - 2 1 13 4
1979 7 3 - - 4 2 - - 11 5
1980 9 3 - - - - - - 9 3
1981 2 1 - - - - 2 0 4 1
1982 4 1 5 2 - - - - 9 3
1985 2 0 - - - - 6 2 8 2
1986 3 0 - - - - - - 3 0
სულ ჯამში 40 15 12 3 4 2 14 3 70 23

მსოფლიო ჩემპიონატებზე რედაქტირება

პასარელამ მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. ქვემოთ მოყვანილია არგენტინის და ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები დანიელ პასარელას მონაწილეობით.[101][102][103]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978   არგენტინა   19 მცველი 7 1 5 1 1
ჩემპიონი
1982   ესპანეთი   15 მცველი 5 2 2 0 3
მეორე რაუნდი
1986   მექსიკა   6 მცველი 0 0 0 0 0
ჩემპიონი

ჩატარებული მატჩები რედაქტირება

არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები დანიელ პასარელას მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგ.
გუნდი მეორე
გათამაშების ეტაპი
წყარო
1 02.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   უნგრეთი ჯგუფური ეტაპი. I ჯგუფი
2 06.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   საფრანგეთი ჯგუფური ეტაპი. I ჯგუფი
3 10.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   0–1   იტალია ჯგუფური ეტაპი. I ჯგუფი
4 14.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   2–0   პოლონეთი ნახევარფინალური ჯგუფები. B ჯგუფი
5 18.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   0–0   ბრაზილია ნახევარფინალური ჯგუფები. B ჯგუფი
6 21.06.1978 ესტადიო ხიგანტე დე აროიიტო, როსარიო არგენტინა   6–0   პერუ ნახევარფინალური ჯგუფები. B ჯგუფი
7 25.06.1978 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი არგენტინა   3–1   ნიდერლანდები ფინალი
ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები დანიელ პასარელას მონაწილეობით
თარიღი
შეხვედრის ადგილი
გუნდი პირველი
ანგ.
გუნდი მეორე
გათამაშების ეტაპი
წყარო
1 13.06.1982 კამპ ნოუ, ბარსელონა არგენტინა   0–1   ბელგია ჯგუფური ეტაპი. III ჯგუფი
2 18.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   4–1   უნგრეთი ჯგუფური ეტაპი. III ჯგუფი
3 23.06.1982 ესტადიო ხოსე რიკო პერესი, ალიკანტე არგენტინა   2–0   სალვადორი ჯგუფური ეტაპი. III ჯგუფი
4 29.06.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–2   იტალია მეოთხედფინალური ჯგუფები. C ჯგუფი
5 02.07.1982 ესტადიო დე სარია, ბარსელონა არგენტინა   1–3   ბრაზილია მეოთხედფინალური ჯგუფები. C ჯგუფი

გალერეა რედაქტირება

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  რივერ პლეიტი

სანაკრებო რედაქტირება

  არგენტინა

ინდივიდუალური რედაქტირება

  • არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1976 [108]
  • სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1997
  • XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999 [109]
  • არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [111]
  • ფიფა-ს ასეულის წევრი: 2004 [112]

სამწვრთნელო რედაქტირება

  რივერ პლეიტი
  მონტერეი
მექსიკის ჩემპიონატი
  • კლაუსურა: 1993

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

კომენტარები რედაქტირება

  1. იტალიის თასის გათამაშების პირველი წრის ამ ღირსახსოვარ შეხვედრას „ინტერი“ 1986 წლის 24 აგვისტოს, სტუმრად, სალერნოს პროვინციის ქალაქ კავა-დე-ტირენის სიმონეტა ლამბერტის სახელობის სტადიონზე ატარებს, სადაც ადგილობრივ „კავეზეს“ უპირისპირდება. პირველი ბურთი მასპინძელთა კარში შეხვედრის მე-20 წუთზე, „ინტერის“ მცველს — რიკარდო ფერის გააქვს. ამის შემდეგ, ანგარიში არ იცვლება მომდევნო 51 წუთის განმავლობაში, რამდენადაც „კავეზეს“ ფეხბურთელებს, როგორც პირველი ტაიმის დარჩენილი 25 წუთის, ასევე, მეორე ტაიმის საწყისი 26 წუთის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებისთვის, საფეხბურთო იღბალთან ერთად, არც სათანადო ოსტატობა და არც შესაბამისი მონდომება უწყობთ ხელს. ამის მიუხედავად, ანგარიში მაინც თანაბრდება, როდესაც შეხვედრის 71-ე წუთზე პასარელას „საპასუხო“ გოლი გააქვს საკუთარ კარში. სახელოვანი არგენტინელის ასეთ „ქველმოქმედებას“ პარტნიორები სწრაფი შეტევით პასუხობენ და სამიოდე წუთში კარლ-ჰაინც რუმენიგეს დარტყმული ბურთი მეორედ არხევს „კავეზეს“ კარის ბადეს. 90-ე წუთზე კი, ალესანდრო ალტობელის მესამე გოლი შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს — 3–1 „ინტერის“ სასარგებლოდ. ტურნირის პირველი წრის მომდევნო შეხვედრას — 1986 წლის 27 აგვისტოს ქალაქი კატანია მასპინძლობს, სადაც ანჯელო მასიმინოს სახელობის სტადიონზე „ინტერი“ ადგილობრივ „კატანიას“ ეთამაშება. აქაც, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ანგარიშს კვლავ სტუმრები ხსნიან — მე-10 წუთზე პასარელას „ინტერის“ მაისურით თავისი მეორე სათასო გოლი გააქვს, ამჯერად მოწინააღმდეგის კარში — 1–0. 35-ე წუთზე მილანელთა ნახევარმცველი — ადრიანო პირაჩინი კიდევ უფრო აწინაურებს თავის გუნდს — 2–0. ამის შემდეგ, ხუთიოდე წუთში კატანიელები ერთი ბურთის გაქვითვას ახერხებენ — გოლი კარლო ბორგის ანგარიშზეა — 2–1. თუმცა, რუმენიგეს (მე-60 წუთზე) და ალტობელის (75-ე წუთზე) ზუსტი დარტყმები ამჯერად სამბურთიანი სხვაობით აწინაურებენ „ინტერს“. ანგარიში შეხვედრის ბოლომდე უცვლელი რჩება — 4–1 „ნერაძურის“ სასარგებლოდ.
  2. ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
  3. აღნიშნულ წყაროში გოლების გრაფაში დანიელ პასარელას ნაცვლად შეცდომით მითითებულია რიკარდო გარეკა (Ricardo Gareca).

სქოლიო რედაქტირება

  1. Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978). RSSSF. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  2. Aira, Carlos. (24 იანვარი, 2017) 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. La Señal Medios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2021
  3. The Highest Scoring Defenders of All Time - Ranked // 90min.com
  4. Campeonato Metropolitano 1975. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  5. Campeonato Metropolitano 1977. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  6. Campeonato Metropolitano 1979. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  7. Campeonato Metropolitano 1980. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  8. Campeonato Nacional 1975. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  9. Campeonato Nacional 1979. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  10. Campeonato Nacional 1981. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  11. Argentina - Player of the Year. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2017.
  12. Mamrud, Roberto. (8 იანვარი, 2015) Daniel Alberto Passarella - International Appearances. RSSSF. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021
  13. Vandenberghe, Luc. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Players 1964-1998: Passarella Daniel Alberto. RSSSF. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021
  14. Mamrud, Roberto. (9 დეკემბერი, 2020) Argentina — Record International Players: Daniel Alberto Passarella. RSSSF. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021
  15. Argentina at the 1978 FIFA World Cup. FIFA. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021
  16. Arnhold, Matthias. (21 სექტემბერი, 2017) Soviet Union - List of International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  17. Pelayes, Héctor Darío. (30 აპრილი, 2020) Argentina National Team Archive 1971-1980. RSSSF. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021
  18. USSR 0–1 Argentina, 20 March 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  19. Programs USSR - Argentina 1976. eBay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  20. Balitskiy, Andrei. (15 ივნისი, 2017) USSR 0–1 Argentina. RSSSF. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  21. Argentina 4–1 Uruguay, 08 April 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  22. Brazil 2–0 Argentina, 19 May 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Pelayes, Héctor Darío. (16 იანვარი, 2009) Argentina-Brazil Matches 1914-2008. RSSSF. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  24. Uruguay 0–3 Argentina, 09 June 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  25. Peru 1–3 Argentina, 28 October 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  26. Argentina 1–0 Peru, 10 November 1976. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  27. Argentina 1–3 West Germany, 05 June 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  28. Argentina 1–1 England, 12 June 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  29. Argentina 1–1 Scotland, 18 June 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  30. Argentina 1–1 Scotland. El Grafico, № 3011, 1977. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  31. Argentina 0–0 France, 26 June 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  32. Argentina 1–0 Yugoslavia, 03 July 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  33. Argentina 2–0 East Germany, 12 July 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  34. Argentina 2–1 Paraguay, 24 August 1977. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  35. Argentina 2–1 Peru, 19 March 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  36. Peru 1–3 Argentina, 23 March 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  37. Argentina 3–1 Bulgaria, 29 March 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  38. Argentina 2–0 Romania, 06 April 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  39. Argentina 3–1 League of Ireland, 20 April 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  40. Argentina 3–0 Uruguay, 03 May 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  41. Argentina 2–1 Hungary, 02 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  42. Argentina 2–1 France, 06 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  43. Argentina 0–1 Italy, 10 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  44. Argentina 2–0 Poland, 14 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  45. Argentina 0–0 Brazil, 18 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  46. Argentina 6–0 Peru, 21 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  47. Argentina 3–1 Netherlands, 25 June 1978. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  48. Argentina 2–1 Bulgaria, 25 April 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  49. Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  50. Italy 2–2 Argentina, 26 May 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  51. Scotland 1–3 Argentina, 02 June 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  52. Argentina 1–2 Rest of the World, 25 June 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  53. Bolivia 2–1 Argentina, 18 July 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  54. Brazil 2–1 Argentina, 02 August 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  55. Argentina 3–0 Bolivia, 08 August 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  56. Argentina 2–2 Brazil, 23 August 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  57. West Germany 2–1 Argentina, 12 Sept. 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  58. Yugoslavia 4–2 Argentina, 16 September 1979. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  59. England 3–1 Argentina, 13 May 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  60. Rep. of Ireland 0–1 Argentina, 16 May 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  61. Austria 1–5 Argentina, 21 May 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  62. Argentina 2–2 Chile, 18 September 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  63. Argentina 2–0 Bulgaria, 09 October 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  64. Argentina 2–1 Poland, 12 October 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  65. Argentina 1–0 Czechoslovakia, 15 Oct. 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  66. Argentina 1–1 USSR, 04 December 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  67. Argentina 5–0 Switzerland, 16 December 1980. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  68. Argentina 2–1 Germany, 01 January 1981. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  69. Argentina 1–1 Brazil, 04 January 1981. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  70. Argentina 1–2 Poland, 28 October 1981. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  71. Argentina 1–1 Czechoslovakia, 11 Nov. 1981. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  72. Argentina 1–1 West Germany, 24 March 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  73. Argentina v Germany 24th Mar 1982. YouTube. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  74. Argentina 1–1 USSR, 04 April 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  75. Argentina 2–1 Bulgaria, 05 May 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  76. Argentina 1–0 Romania, 12 May 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  77. Argentina 0–1 Belgium, 13 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  78. Argentina 4–1 Hungary, 18 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  79. Argentina 2–0 El Salvador, 23 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  80. Italy 2–1 Argentina, 29 June 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  81. Brazil 3–1 Argentina, 02 July 1982. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  82. Argentina 1–1 Paraguay, 09 May 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  83. Argentina 2–0 Chile, 14 May 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  84. Venezuela 2–3 Argentina, 26 May 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  85. Venezuela 2–3 Argentina, 26.05.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  86. Colombia 1–3 Argentina, 02 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  87. Colombia 1–3 Argentina, 02.06.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  88. Argentina 3–0 Venezuela, 09 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  89. Argentina 3–0 Venezuela, 09.06.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  90. Argentina 1–0 Colombia, 16 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  91. Argentina 1–0 Colombia, 16.06.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  92. Peru 1–0 Argentina, 23 June 1985. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  93. Peru 1–0 Argentina, 23.06.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  94. Argentina vs. Peru 2–2 (30.06.1985). YouTube. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  95. Argentina 2–2 Peru, 30.06.1985. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  96. France 2–0 Argentina, 26 March 1986. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  97. Norway 1–0 Argentina, 30 April 1986. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  98. Israel 2–7 Argentina, 04 May 1986. AFS. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  99. Pierrend, José Luis. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Félix Bogado 1977 (24 Aug. Buenos Aires. Argentina 2-1 Paraguay). RSSSF. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  100. Pierrend, José Luis. (1 ოქტომბერი, 1998) Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar. Buenos Aires. Argentina 2-1 Peru). RSSSF. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2021
  101. მსოფლიო ჩემპიონატი 1978 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  102. მსოფლიო ჩემპიონატი 1982 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  103. Daniel Passarella in the World Cups. წაკითხვის თარიღი: 8 მარტი, 2018.
  104. მარადონა და პასარელა „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის წინ. 1985.
  105. დიეგო მარადონა და დანიელ პასარელა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. 1986.
  106. 1978 FIFA World Cup Argentina ™ დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  107. 1986 FIFA World Cup Mexico ™ დაარქივებული 2013-12-10 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2018.
  108. Daniel Passarella – 1976 (Argentina — Player of the Year). წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
  109. Placar's 100 Craques do Século. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  110. 1978 World Cup All-Star Team: Who were the players voted best in Argentina?. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
  111. La Selección de todos los tiempos. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
  112. The FIFA 100. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.