დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი

დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი (სერბ. Савез независних социјалдемократа; СНСД / Savez nezavisnih socijaldemokrata; SNSD) — ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტია. იგი 1996 წელს დაარსდა. პარტიის ლიდერი, მილორად დოდიკი, არის ბოსნია და ჰერცეგოვინის სუბიექტის, სერბთა რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი.

დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი
Савез независних социјалдемократа
Savez nezavisnih socijaldemokrata
დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
ხელმძღვანელობა
ლიდერი მილორად დოდიკი
ისტორია
დაფუძნდა 1996
პოზიციები
იდეოლოგია სერბული ნაციონალიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია გააძევეს სოციალისტური ინტერნაციონალიდან 2012 წელს ნაციონალიზმის გამო.
წარმომადგენლობითობა
წარმომადგენელთა პალატა
8 / 42
ფერები     
შტაბ-ბინა პეტრო კოჩიჩის 5
ბანია-ლუკა
http://www.snsd.org/

ისტორია რედაქტირება

პარტია ჩამოყალიბდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პარლამენტის იმ სერბი დეპუტატებისგან, რომლებიც სერბთა დემოკრატიულ პარტიაში არ შედიოდნენ, თუმცა შეუერთდნენ ბოიკოტს 1992 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დანიშნა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.

სერბმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინა, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას სერბთა დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა.

1999 წლის დეკემბერში დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა პარტიას სოციალ-ლიბერალური პარტია შეუერთდა, ხოლო 2000 წელს ნიკოლა შპირიჩის კრაინისა და ბანია-ლუკის დემოკრატიული პარტიაც. 2002 წელს მას შეუერთდა დემოკრატიულ-სოციალისტური პარტია, და ახალ ბლოკს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირი ეწოდა. იმავე წლის აგვისტოში სერბთა რესპუბლიკის ახალი ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდა ამ კავშირს.

2011 წელს სოციალისტურმა ინტერნაციონალმა ალიანსს წევრობა შეუჩერა ნაციონალისტური და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო,[1] ხოლო 2012 წლის 4 სექტემბერს გააძევა თავისი რიგებიდან.[2]

თანამდებობები რედაქტირება

სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი წლები
მილან იელიჩი 2006–2007
რაიკო კუზმანოვიჩი 2007–2010
მილორად დოდიკი 2010-
სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინის თავმჯდომარე წლები
იგორ რადოიჩიჩი 2006-
სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წლები
მილორად დოდიკი 1998–2001
მილორად დოდიკი 2006-2010
ალექსანდარ ჯომბიჩი 2010-2013
ჟელკა ცვიანოვიჩი 2013-
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრი წლები
ნებოიშა რადმანოვიჩი 2006–2014
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერ-მინისტრი წლები
ნიკოლა შპირიჩი 2007–2012

სქოლიო რედაქტირება