დამიანე — XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას.

დამიანე. „წმ. გიორგი დიოკლეტიანეს წინაშე“

უბისის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა; ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „საიდუმლო სერობის“ ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი. დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. „საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ამირანაშვილი შ., უბისი, ტფ., 1929;
  • მისივე, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;