დაკარგული სამოთხე

დაკარგული სამოთხე (ინგლ. Paradise Lost) — ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის ეპიკური პოემა, პირველად გამოცემული 1667 წელს[2] 10 წიგნად. 1674 წლის გამოცემაში წიგნების რაოდენობა თორმეტს გაუტოლდა.[2] პოემა თეთრი ლექსით აღწერს პირველი ადამიანის ადამის ისტორიას. კრიტიკოსთა თქმით, ეს პოემა არის მილტონის ძირითადი ნაშრომი, რომელიც დაეხმარა მას რეპუტაციის გამყარებაში, როგორც მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტისა.[3]

„დაკარგული სამოთხე“
Paradise Lost

პირველი გამოცემის პირველი გვერდი (1668)
ავტორი ჯონ მილტონი
გარეკანის მხატვარი ჯ. ბ. დე მედინა და ჰენრი ოლდრიჩი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური ენა
ჟანრი ეპიკური პოეზია, ქრისტიანული მითოლოგია
გამომცემელი სემუელ სიმონსი (თავდაპირველი)
გამოცემის თარიღი 1667
მთარგმნელი
  • ვ.ბ. ავაქოვი, 1904
  • ვ. ჭელიძე, 1956, 1969 და 1978[1]
მედია ბეჭდური
მომდევნო „დაბრუნებული სამოთხე“

არსებობს წიგნის არაერთი გამოცემა და თარგმანი, მათ შორის ქართულ ენაზეც. მილტონმა ამ პოემის გაგრძელლებაც დაწერა — „დაბრუნებული სამოთხე“. ითვლება, რომ ორივე წიგნში ინგლისის თავბრუდამხვევი პოლიტიკური ცხოვრება და ავტორის ბედი აისახა. 1667 წელს დაბრმავებულმა და გაღატაკებულმა ჯონ მილტონმა საავტორო უფლებები „დაკარგულ სამოთხეზე“ £10-ად გაყიდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Patrides, C. A., Approaches to Paradise Lost: The York Tercentenary Lectures (University of Toronto, 1968) ISBN 0-8020-1577-8
  • Ryan J. Stark, "Paradise Lost as Incomplete Argument," 1650—1850: Aesthetics, Ideas, and Inquiries in the Early Modern Era (2011): 3–18.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება