დავით მუსხელიშვილი

ქართველი ისტორიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.

დავით მუსხელიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1928, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).

დავით მუსხელიშვილი
დაბ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1928(1928-10-19) (95 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

1956-1960 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1960 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1967 წლიდან იმავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999-2006 წლებში იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

2001 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან — ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

2007 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ციხე-ქალაქი უჯარმა, „მეცნიერება“, თბილისი, 1966.
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, „მეცნიერება“, თბილისი, 1977.
  • ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, „მეცნიერება“, თბილისი, 1978.
  • საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხი, ტ. II, „მეცნიერება“, თბილისი, 1980.
  • Из исторической географии Восточной Грузии, „Мецниереба“, Тбилиси, 1982.
  • ქიზიყის ძველი ისტორია, თბილისი, 1982.
  • საქართველოს ისტორიის ატლასი (რედაქტორი და თანაავტორი), თბ., 2003
  • საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევი, თბილისი, 2008.
  • A short Essay on the History of Georgia, Tbilisi, 2008.
  • Zur ethnische Herkunft der Bevölkerung des Landes Daiaeni/Diaoxi. „Georgica“, 27, Aachen

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება