დაგლას მაკართური (ინგლ. Douglas MacArthur; დ. 26 იანვარი, 1880 — გ. 5 აპრილი, 1964) — აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი და ფილიპინების არმიის ფელდმარშალი,[1] აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი 1930-იანი წლებში, რომელმაც დიდი როლი ითამაში წყნარი ოკეანის ბრძოლებში მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილიპინების ოპერაციაში მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცა ღირსების მედალი. დაგლასი და მამამისი ართურ მაკართური პირველი მამა-შვილია, რომლებიც დაჯილდოვდნენ ამ მედლით. იგი ისტორიაში ერთ-ერთი იმ ხუთთაგანია, რომელსაც აშშ-ის არმიაში მიენიჭა არმიის გენერლის წოდება[2] და ერთადერთია, ვინც ფილიპინების არმიის ფელდმარშალი გახდა.

დაგლას მაკართური
Douglas MacArthur
მეტსახელი „დაუცხრომელი დაგი“
ეროვნება ამერიკელი
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1880
დაბადების ადგილი ლიტლ-როკი, არკანზასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 1964 (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი, აშშ
კუთვნილება აშშ-ის დროშა აშშ
ფილიპინების დროშა ფილიპინები
ჯარის სახეობა  აშშ-ის არმია
ფილიპინების ჯარი
სამხედრო სამსახურის წლები 1903–1964
წოდება არმიის გენერალი (აშშ-ის არმია)
ფელდმარშალი (ფილიპინების არმია)
ბრძოლები/ომები
ჯილდოები ღირსების მედალი

მაკართური დაიბადა სამხედროების ოჯახში, ამერიკის ძველ დასავლეთში. დაამთავრა აშშ-ის სამხედრო აკადემია 1903 წელს.[3] 1914 წელს აშშ-ის მიერ ვერაკრუსის ოკუპაციის დროს განახორციელა დაზვერვითი მისია. 1917 წელს მიენიჭა მაიორის წოდება და დანიშნული იქნა 42 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად. პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე მიიღო ბრიგადის გენერლის წოდება. 1930 წელს გახდა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი.[4]

1919-1922 წლებში მაკართური მსახურობდა აშშ-ის სამხედრო აკადემიის სუპერინტენდანტად უესტ-პოინტში, სადაც განახორციელა რიგი რეფორმები.[5] 1924 წელს დიდი როლი ითამაშა ფილიპინების სკაუტების ამბოხის ჩახშობაში. 1925 წელს გახდა არმიის ყველაზე ახალგაზრდა გენერალი.[6] 1937 წელს დატოვა აშშ-ის არმია და ფილიპინების თანამეგობრობის მთავრობის სამხედრო მრჩეველი გახდა.[7]

1941 წელს მაკართური ხელახლად გამოიძახეს აშშ-ის არმიაში და დანიშნული იქნა შორეული აღმოსავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურად. ამ პერიოდს მოჰყვა მაკართურის საჰაერო ძალების განადგურება და იაპონელების ფილიპინებში შეჭრა 1941 წლის დეკემბერს.[8] მაკართურის არმია იძულებული შეიქმნა გადასულიყო ბატაანში, სადაც იმყოფებოდნენ 1942 წლამდე, ხოლო ამავე წელს გადავიდნენ ავსტრალიაში. მაკართური გახდა სამხრეთ-დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის უმაღლესი მთავარსარდალი. ავსტრალიაში ყოფნისას გამოვიდა სიტყვით, სადაც პირობა დადო, რომ დაბრუნდებოდა ფილიპინებში.[9] ორ წლიანი ბრძოლების შემდეგ წყნარ ოკეანეში, მან პირობა შეასრულა, რისთვისაც დაჯილდოებული იქნა „ღირსების მედლით“.[10] 1945 წლის 2 სექტემბერს მან ოფიციალურად მიიღო იაპონიის კაპიტულაცია. იგი აგრეთვე მეთაურობდა გაერთიანებული ერების სარდლობას კორეის ომში, სადაც თავდაპირველად წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში შეჭრამ გამოიწვია ჩინეთის ჩარევა. რიგი წარუმატებლობის შემდეგ, 1951 წლის 11 აპრილს, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით გახდა Remington Rand-ის საბჭოს თავმჯდომარე.

დაგლას მაკართური გარდაიცვალა 1964 წლის 5 აპრილს, 84 წლის ასაკში.[11] დაკრძალული იქნა სამხედრო პატივით ქალაქ ნორფოლკში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. James 1970, p. 505.
  2. Five-Star Generals and Dates of Rank. Website Operations Activity, United States Army Center of Military History (4 აგვისტო, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 12 May 2010.
  3. James 1970, p. 77.
  4. James 1970, pp. 340–347.
  5. MacArthur 1964, p. 77.
  6. James 1970, pp. 300–305.
  7. James 1970, pp. 479–484.
  8. Pettinger 2003, p. 9.
  9. 'I Came Through; I Shall Return'. The Advertiser. Adelaide. 21 March 1942. p. 1. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2012 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  10. Medal of Honor recipients: Civil War (M–Z). United States Army Center of Military History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2012.
  11. Perret 1996, p. 585.