გუსტავ III (შვედ. Gustav III, დ. 24 იანვარი [ძვ. სტ. 13 იანვარი], 1746 — გ. 29 მარტი, 1792) — შვედეთის მეფე (1771 წლის 12 თებერვლიდან). ადოლფ ფრედრიკისა და ლუიზა ულრიკა პრუსიელის ვაჟი; ცოლად სოფია მაგდალენა დანიელი ჰყავდა. ვაჟი: გუსტავ IV ადოლფი.

გუსტავ III

1772 წელს უსისხლო გადატრიალება მოაწყო თავისუფლების ერად წოდებული ლიბერალური რეფორმების შესაწყვეტად და ერთპიროვნული მონარქია აღადგინა.

მის წინააღმდეგ შეთქმულება 1792 წლის 16 მარტს სამეფო ოპერაში გასროლით დასრულდა: მიღებული ჭრილობისგან მეფე 13 დღის შემდეგ გარდაიცვალა სტოკჰოლმში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: