გუსტავ მანერჰაიმი

კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი (შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim, ფინ. Carl Gustaf Emil Mannerheim, [ˈkɑːrl ˈɡɵsˌtɑf ˈeːmil ˈmanːərˌheim]; დ. 4 ივნისი, 1867, ასკაინენი, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია — გ. 27 იანვარი, 1951, ლოზანა, შვეიცარია) — ბარონი, შვედური წარმოშობის ფინელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ფინეთის ჯარის კავალერიის გენერალი (7 მარტი, 1918), ფელდმარშალი (19 მაისი, 1933), საპატიო ტიტულის, „ფინეთის მარშალის“ მფლობელი (4 ივნისი, 1942), ფინეთის სამეფოს რეგენტი (12 დეკემბერი, 191826 ივნისი, 1919), ფინეთის პრეზიდენტი (4 აგვისტო, 194411 დეკემბერი, 1946); რუსეთის სამხედრო მოღვაწე და რუსეთის ჯარის გენერალ-ლეიტენანტი (25 აპრილი, 1917).

კარლ გუსტავ მანერჰეიმი

პირად სახელად იგი იყერებდა გუსტავს, რუსულ ჯარში სამსახურის დროს მას მოიხსენიებდნენ, როგორც გუსტავ კარლოვიჩს (რუს. Густа́в Ка́рлович), ხოლო ზოგჯერ ფინურ ყაიდაზე მას კუსტაასაც ეძახოდნენ.

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმოშობა რედაქტირება

2000-იანი წლების დასაწყისამდე ითვლებოდა, რომ მანერჰაიმები შვედეთში ნიდერლანდებიდან გადავიდნენ. ამ თეორის საწინააღმდეგო შეტყობინება 2007 წელს გაავრცელა ფინურ-ნიდერლანდურმა ჯგუფმა, სადაც ეწერა, რომ მათ ჰამბურგის არქივებში საეკლესიო წიგნი იპოვეს, რომლის თანახმადაც გუსტავის წინაპრებისგან ყველაზე უფროსი და საზოგადოებისთვის ცნობილი ჰინრიჰ მარჰაინი 1618 წლის 28 დეკემბერს წმინდა იაკობის ეკლესიაში მონათლეს. მისი დაბადების მოწმობაზე დაყრდნობით, მამამისი იყო ვიღაც ჰენინგ მარჰაინი, რომელმაც ჰამბურგის მოქალაქეობა 1607 წელს მიიღო.

არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ჰინრიჰ მარჰაინმა, რომელიც შვედეთში გადასვლის შემდეგ ჰაინრიხი გახდა, იქ რკინასაკეთებელი ქარხანა დააარსა. 1693 წელს მისი შვილი შვედურ თავადაზნაურობაში აიყვანეს, მან კი გვარი შეიცვალა და მანერჰაიმი გახდა. 1768 წელს მანერჰეიმებმა ბარონის წოდება მიიღეს, ხოლო 1825 წელს კარლ ერიკ მანერჰაიმმა (1759–1837) გრაფის ღირსება მიიღო, რის შემდეგაც ოჯახის უფროსი შვილი გრაფი ხდებოდა, ხოლო მისი უმცროსი ძმები (მათ შორის, გუსტავ მანერჰაიმიც), როგორც უმცროსი გენეოლოგიური შტო, ბარონებად რჩებოდნენ.

რუსეთ-შვედეთის 1808-1809 წლების ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. დელეგაციას, რომელიც ალექსანდრე I მიიღო, ერიკ მანერჰაიმი ედგა სათავეში. მან დიდი წვლილი შეიტანა მოლაპარაკებების განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ დასრულდა ფინეთის დიდი სამთავროს ავტონომიური სტატუსის და კონსტიტუციის დამტკიცებით. ამის შემდეგ, ყველა მანერჰაიმი განსაკუთრებულად პრო-რუსული ორიენტაციით გამოირჩეოდა, შესაძლოა იმის გამო, რომ ალექსანდრე I არაერთხელ უთქვამს: „ფინეთი გუბერნია არ არის. ფინეთი — სახელმწიფოა“. მანერჰაიმის პაპა, კარლ გუსტავი (რომლის პატივსაცემად მან თავისი სახელი მიიღო) ვიბორგში სააპელაციო ინსტანციის პრეზიდენტი და მეცნიერ-ენტომოლიგი იყო, მამამისი კი ლიტერატურათმცოდნე და მეწარმე იყო, რომელსაც მთელი რუსეთის ფარგლებში დიდი საქმეები მიჰყავდა.[1]

ადრეული წლები რედაქტირება

 
კარლ გუსტავი (მარვჯნივ)

გუსტავ მანერჰაიმი დაიბადა ბარონი კარლ რობერტ მანერჰაიმის (18351914) და გრაფი ჰედვიგ შარლოტა ჰელენა ფონ იულინის ოჯახში. დაბადების ადგილი იყო ტურკუსთან ახლო ასკაინენში მდებარე ლოუჰისარის სახელობის კომუნა, რომელიც თავის დროზე გრაფმა, კარლ ერიკ მანერჰეიმმა შეიძინა.

როდესაც კარლ გუსტავი 13 წლის იყო, მამამისი გაკოტრდა, ოჯახი მიატოვა და პარიზში გადავიდა. შემდეგი წლის იანვარში დედამისი გარდაიცვალა.

1882 წელს 15 წლის გუსტავი ჩაირიცხა ფინური ქალაქ ჰამინას კადეტურ კორპუსში. 1886 წლის გაზაფხულში კორპუსიდან თვითნებური არყოფნის გამო გარიცხეს.

ამის შემდეგ, მან სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევსკის კავალერიულ სასწავლებელში ჩაბარება და კავალერისტობა გადაწყვიტა. სასწავლებელში ჩარიცხვისთვის საჭირო იყო უნივერსიტეტული გამოცდის ჩაბარება, რის გამოც გუსტავი ერთი წლის განმავლობაში მეცადინეობდა კერძო ბიოკას ლიცეუმში (ფინ. Böökin yksityiskymnaasi).[2]1887 წლის გაზაფხულში, ჰელსინკიში მანერჰაიმი ჩაირიცხა ჰელსინგორფის უნივერსიტეტში, სადაც აუცილებელი იყო რუსული ენის კარგი ცოდნა. ამისთვის კარლ გუსტავი გაემგზავრა თავის ნათესავთან ე. ფ. ბერჰენჰაიმთან, რომელიც ხარკოვში ინჟინერად მუშაობდა. ხარკოვში კარლ გუსტავი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსულს მასწავლებელთან ერთად სწავლობდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Hans-Peter Schwarz, Das Gesicht des Jahrhunderts- Monster, Retter und Mediokritäten: — Berlin, Siedler Verlag. 1998. ISBN 3-88680-645-6
  2. Выпускной сертификат, подписанный Эмилем Бёком 14 мая 1887 года