გურულებიქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. გურიის ძირითადი მოსახლეობა. საუბრობენ ქართული ენის გურულ დიალექტზე. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, XVIII-XIX საუკუნეებში ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გამაჰმადიანდა.

გურულები
გურული ტრადიციულ სამოსში
მამაკაცის გურული სამოსი

ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან შავიზღვისპირულ და დასავლურქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს, ლინგვისტურად — აღმოსავლურქართულ ჯგუფს, რომელიც წარმოიქმნა რთული ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად უფრო მცირე ერთეულთა შერწყმით. ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე მოსახლეობა შემოდიოდა გარედან, მაგრამ მიმდინარეობდა მისი გადაადგილება რეგიონის შიგნითაც. პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, ისტორიული ლაზიკის ის ნაწილი, რომელიც გურიას შეესაბამება, სრულიად დაუსახლებელი ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ადრე აქ მხოლოდ მეგრულ-ლაზური ტომები სახლობდნენ. გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI საუკუნის შემდგომ, განსაკუთრებით VII–VIII საუკუნეებში. როგორც ჩანს, გურულები და იმერლები აღმოსავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მეგრელებსა და ლაზებს შორის შეჭრილან. XI–XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებული იყო ქართველთა ძირითადი ეთნოგრაფიული ჯგუფები, მ. შ. გურულები. ეთნონიმს „გურიელნის“ სახით პირველად „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ იხსენიებს თამარ მეფის ერთ-ერთი დარბაზობის აღწერისას.

ვახუშტი ბატონიშვილი გურულებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„... ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრათვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხჳსა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშჳიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი[1].“

გურულების საცხოვრებლის ყველაზე მარტივი სახეობა იყო ფაცხა და ჯარგვალი. ფიცრული სახლის გაჩენის შემდეგ მათ საცხოვრებლის ფუნქცია დაკარგეს და სამეურნეო ნაგებობად იქცნენ. მოგვიანებით სამეურნეო ნაგებობებსაც (სამზადი სახლი, ხულა, ნალია) ფიცრისაგან აგებდნენ. გაჩნდა ოდა სახლი, XIX საუკუნის II ნახევრიდან კი — „პალატიანი სახლი“. გურული მამაკაცის კოსტუმი იყო „ჩაქურა“, რომელსაც ჩოხა-ახალუხის შემოსვლის შემდეგაც ხმარობდნენ. ტანსაცმელი ძირითადად ადგილობრივ ქსოვილისგან მზადდებოდა. გურული სიმღერები ორიგინალური მრავალხმიანობით გამოირჩევა, ახასიათებს ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსი და იმპროვიზაციულობა. გურულების ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ძირითადად არ განსხვავდება დანარჩენ ქართველთა, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობის (იმერლები, მეგრელები, აჭარლები) ყოფისა და კულტურისაგან, ახასიათებს ლოკალური ეთნოგრაფიული თავისებურებებიც.

ცნობილი გურულები რედაქტირება

აგრონომები რედაქტირება

ენათმეცნიერები რედაქტირება

ისტორიკოსები რედაქტირება

მედიკოსები რედაქტირება

მეცნიერები რედაქტირება

მეწარმეები რედაქტირება

მსახიობები, რეჟისორები რედაქტირება

მუსიკოსები, მომღერლები რედაქტირება

მწერლები, პოეტები რედაქტირება

მხატვრები რედაქტირება

პედაგოგები რედაქტირება

პირველი რესპუბლიკის მოღვაწეები რედაქტირება

პოლიტიკოსები რედაქტირება

რევოლუციონერები რედაქტირება

საეკლესიო მოღვაწეები რედაქტირება

საზოგადო მოღვაწეები რედაქტირება

სამხედრო მოღვაწეები რედაქტირება

სპორტსმენები რედაქტირება

ფილოლოგები რედაქტირება

ფილოსოფოსები რედაქტირება

ფირალები რედაქტირება

ცნობილი გვარები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ცეცხლაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ცეცხლაძე გ., გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა, თბ., 1991;
  • გურია. კრებული, თბ., 1980;
  • ჟღენტი ს., გურული კილო, ტფ., 1936;
  • ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].
  • Из пиренейской Гурии, Тфл., 1927.

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 793. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973.
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.