გურანდა გაბუნია

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბუნია.

გურანდა გაბუნია (დ. 26 აგვისტო, 1938 — გ. 4 თებერვალი, 2019[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1990). ფოთის საპატიო მოქალაქე (1997). მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე.

გურანდა გაბუნია
დაბადების სახელი გურანდა გაბუნია
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1938
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 2019 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ოთარ მეღვინეთუხუცესი
მშობლები მამა: გიორგი გაბუნია
დედა: ნორა ყიფიანი

ბიოგრაფია რედაქტირება

გურანდა გაბუნიამ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963 წლებში მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975 წლებში რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.[2]

გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, პროფესიულობით, სცენური ტემპერამენტით, განცდის სიწრფელით. განსხვავებული ფერებით გამოხატავდა ჰეროიკულ, დრამატულ-რომანტიკულ, ლირიკულ თუ სახასიათო სახეებს. მისი როლებისათვის დამახასიათებელია ფორმის სიმკვეთრე, პლასტიკა, ზომიერების გრძნობა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა (ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“), ასმათი (რევაზ თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“), დოლი (ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“), ცელია პიჩემი (ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“), და სხვა.[2]

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე (სერგო კლდიაშვილი „ქარიშხალი“), ისმენე (ჟან ანუი „ანტიგონე“) და სხვა. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე (ოტია იოსელიანი „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), როქსანა (როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“), ელის ჩერემისოვა (ვადიმ კოროსტილოვი „ასი წლის შემდეგ“).[2]

შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე („დათა თუთაშხია“, 1978), ჯულიეტა („მზე შემოდგომისა“, 1973), ლაურა („ორომტრიალი“, 1986), დარეჯანი („დღეს ღამე უთენებია“, 1983), ჭორიკანა („აურზაური სალხინეთში“, 1975), რუსუდანი („ერთი ცის ქვეშ“, 1961), ლილის ბიცოლა („თბილისი ჩემი სახლია“, 1994) და სხვა.[2]

1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1999 წელს გახდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. იყო 2018 წლის სამგზის საუკეთესო მსახიობი ქალი („პროვინციული ამბავი“, „შიში“ და „მიტევების დღე“).[2]

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა 2019 წლის 4 თებერვალს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.[3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ნათამაშები როლები რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი რედაქტირება

რუსთაველის თეატრი რედაქტირება

თბილისის სანიტარული კულტურის თეატრი რედაქტირება

რუსთავის დრამატული თეატრი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია. 1tv.ge (4 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 523.
  3. „მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა“. interpressnews.ge. 2019-02-04. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-10. ციტირების თარიღი: 2023-04-10.