გურამ ცხოვრებოვი (დ. 14 ივლისი, 1938, ცხინვალი, საქართველოს სსრ — გ. 1998, ცხინვალი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოს“ (1957, 1964–1970), ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში — 208 (6 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964), მესამე პრიზიორი (1967) და თასის გათამაშების ფინალისტი (1970). იყო ცხინვალის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი (1973–1974). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1960).[1]

გურამ ცხოვრებოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გურამ იასონის ძე ცხოვრებოვი
დაბადების
თარიღი
14 ივლისი, 1938
დაბადების
ადგილი
სტალინირი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
1998
გარდაცვალების
ადგილი
ცხინვალი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1958 დინამო თბ. 0 (0)
1961–1963 ტორპედო ქ. 57 (2)
1964–1970 დინამო თბ. 151 (4)
ეროვნული ნაკრები
1967 სსრ კავშირი 7 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1973–1974 სპარტაკი ცხინვალი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][3][4][5]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გურამ ცხოვრებოვი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[6]

გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია სოფელ ტბეთში.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ცხოვრებოვის დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1967 წლის 28 ივლისს, 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ასევე იასპარეზა 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრ კავშირის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970 [7][8]

ლიტერატურა რედაქტირება

  • აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 108. 158 გვ.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 108
  2. გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  3. ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში — 18 ნოემბერი. ციტატა: 1964. თბილისის „დინამომ“ ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის „ტორპედოს“ 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წყარო: worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  4. "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1/ Чемпионат СССР 1964. 18 ноября 1964 (ср). "Динамо" (Тбилиси) - "Торпедо" (Москва) 4:1 (0:1, 1:0, д.в. 3:0). Дополнительный матч за первое место. 18 ноября 1964. 18:00. Ташкент. Стадион "Пахтакор". 70000 зрителей. "Динамо" Тб: Котрикадзе, Б.Сичинава, Зейнклишвили, Цховребов, Рехвиашвили, Яманидзе (к), Г.Сичинава, Метревели, Датунашвили, Баркая, Месхи. "Торпедо" М: Шаповаленко, Андреюк, Мещеряков, Шустиков, Сараев, Марушко, Воронин, Соловьёв, Вал.Иванов (к) (Сидоров, 62), Щербаков, Сергеев. Голы: 0:1 Щербаков (56), 1:1 Датунашвили (73), 2:1 Датунашвили (92), 3:1 Месхи (102), 4:1 Метревели (107, с пенальти). დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 10 თებერვალი, 2016. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  5. Золотой матч чемпионата СССР 1964 года.
  6. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები: კონსტანტინე გაგნიძე, ვლადიმერ ელოშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ალექსანდრე კოტრიკაძე, გურამ პეტრიაშვილი, ლევან ჟორდანია, იბრაგიმ სარჯველაძე, გიორგი სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, მურთაზ ხურცილავა. წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  7. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
  8. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.