გულშარი, გულანშარი — დედოფალი, ალექსანდრე I დიდის ვაჟის, დიმიტრი ბატონიშვილის, „პროვინციის მეფის“ თანამეცხედრე, მეფე კონსტანტინე II-ის დედა.

1487 წელს საქართველოში იაყუბ-ყაენის მეორე შემოსევისას, რომელსაც ხალილ-ბეგი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინე II-ის ტახტსა და აყ-ყოიუნლუს ამირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მეფემ ამ დიპლომატიური მისიის შესრულება თავის მოხუც დედას, გულშარს დაავალა. რას ითხოვდა და რა სახის დავალებას ასრულებდა მანდილოსანი დიპლომატი, ნათლად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II თურქმანებს კონტრიბუციის მიღებასა და უკან გაბრუნებას სთავაზობდა. მოხუცი დედოფალი, რომელიც მისიის შესასრულებლად მონასტრიდან სპეციალურად გამოსულა, თურქმან ამირებს ზავის პირობებზე დათანხმებას ევედრებოდა. გულშარის მისია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ შემოსევისას ვერც თურქმანებმა შეძლეს თბილისის აღება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება