გუბაზ Iეგრისის მეფე V საუკუნის 50–60-იან წლებში. დაახლოებით 456 წელს აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა სასანიანთა იმპერიას, მაგრამ უშედეგოდ. იმპერატორ მარკიანემ ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გუბაზ I-მა მოლაპარაკება დაიწყო ბიზანტიელებთან. მათ მოსთხოვეს, ან თვითონ გადამდგარიყო მეფობიდან, ან გადაეყენებინა თავისი ძე, რომელიც თანამმართველად ჰყავდა. გუბაზ I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 წელს იმპერატორ ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. წყაროს ცნობით, გუბაზ I ბიზანტიის სამეფო კარზე ჯერ გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილგანწყობილად მოპყრობიან და სამშობლოში გაუსტუმრებიათ.

გუბაზ I
ეგრისის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 456
მმართ. დასასრული: 466
მემკვიდრე: დამნაზე

ლიტერატურა რედაქტირება