გუანტანამო (ესპ. Guantánamo) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. მუნიციპალიტეტის ფართობია 741 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 244,603 ადამიანი.[2]

ქალაქი
გუანტანამო
Guantánamo
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია გუანტანამო
კოორდინატები 20°08′12″ ჩ. გ. 75°12′50″ დ. გ. / 20.13667° ჩ. გ. 75.21389° დ. გ. / 20.13667; -75.21389
დაარსდა 1510
ფართობი 741 კმ²
ცენტრის სიმაღლე 55
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 244,603 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 330.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 21
საფოსტო ინდექსი 95100
გუანტანამო — კუბა
გუანტანამო

განვითარებულია სოფლის მეურნეობა. გუანტანამოს მახლობლად არის შაქრის ლერწმის პლანტაციები, მოჰყავთ აგრეთვე ყავა, რომლებიც შეადგენენ ეკონომიკის ტრადიციულ სფეროს. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი მთაგორიანია, სადაც აღმართულია სიერა-მაესტრას შტოქედები. ქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს გუანტანამოს უბე, სადაც განლაგებულია აშშ-ის კონტროლირებადი გუანტანამოს დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა (საიჯაროა 1903 წლიდან). გუანტანამო დაარსდა 1819 წელს.

საავტომობილო გზით უკავშირდება ქალაქ ბარაკოასა და სანტიაგო-დე-კუბას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Statoids. Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-05.
  2. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-05. (ესპანური)