გროდნო (ბელარ. Гродна, პოლ. Grodno, ლიეტ. Gardinas, იდიშ. גראָדנע) — ქალაქი ბელარუსში, გროდნოს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
გროდნო
Гродна
დროშა გერბი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ოლქი გროდნო
შიდა დაყოფა Q4258360? და Q4333150?
კოორდინატები 53°40′00″ ჩ. გ. 23°50′00″ ა. გ. / 53.66667° ჩ. გ. 23.83333° ა. გ. / 53.66667; 23.83333
მმართველი Andrey Khmel
დაარსდა 1128
პირველი ხსენება 1128
ფართობი 142,11 კმ²
ცენტრის სიმაღლე 137
მოსახლეობა 356 557 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ბელარუსები — 62,57 %
პოლონელები — 19,74 %
რუსები — 12,2 %
უკრაინელები — 1,82 %
სხვა— 3,67 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +375-15
საფოსტო ინდექსი 230000
საავტომობილო კოდი 4
ოფიციალური საიტი grodno.gov.by
გროდნო — ბელარუსი
გროდნო

ქალაქი მდებარეობს ქვეყნისა და რეგიონის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ნემანის ნაპირებზე, პოლონეთისა და ლიტვის საზღვართან ახლოს.

გროდნო ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. იგი პირველად მოხსენიებულია 1005 წლის ხელნაწერებში, თუმცა საბოლოოდ ეს ვერსია მიღებული არაა. ოფიციალურად ქალაქის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1128 წელი[2]. 1376 წელს გროდნო შეუერთდა ვიტოვტის სამთავროს. 1569 წლიდან ქალაქი რეჩ-პოსპოლიტის გაერთიანებაშია. 1795 წლიდან კი - რუსეთის იმპერიის სამფლობელოა. 1801 წლიდან საგუბერნიო ქალაქია. 1863 წელს ქალაქი იყო იანვრის აჯანყების ერთ-ერთი ცენტრი. 1915 წელს დაიპყრეს გერმანულმა ძალებმა. 1920 წლიდან საბჭოთა კონტოლის ქვეშაა, თუმცა ამავე წლის ოქტომბერში პოლონეთის შემადგენლობაშია და მის კონტროლს ექვემდებარება 1939 წლამდე. 1941 წლის 23 ივნისს ქალაქი გერმანიის ფაშისტურმა არმიამ დაიპყრო. მათგან გაათავისუფლეს 1944 წელს „ოპერაცია ბაგრატიონის“ შედეგად. 1944 წლიდან დღემდე არის გროდნოს ოლქის ადმინიტრაციული ცენტრი.

ქალაქი გროდნო იყოფა ორ, ლენინისა და ოქტომბრის რაიონებად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Данные переписи населения на сайте Белстата. Белстат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-21. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  2. История Гродно. grodno.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-21. ციტირების თარიღი: 2012-05-02.