გრივნა, ასევე ჰრივნა (უკრ. гривня) — უკრაინის ეროვნული ფულის ერთეულია 1996 წლიდან. მან შეცვალა კარბოვანეცი, დროებითი ფულის ერთეული, რომელიც შემოღებულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (კარბოვანეცი რუბლის ეკვივალენტია უკრაინულ ენაზე). ერთი გრივნა 100.000 კარბოვანცს უდრიდა. გრივნა იყოფა 100 კოპიიკად.

უკრაინული გრივნა
უკრ. українська гривня
100 გრივნა 50 კაპიკი
100 გრივნა 50 კაპიკი
კოდი ISO 4217 UAH
ოფიციალური
მომხმარებლები
უკრაინის დროშა უკრაინა
შედგება 100 კაპიკისაგან
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 25, 50 კაპიკი, 1 გრივნა
ბანკნოტები 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 გრივნა
ცენტრალური ბანკი უკრაინის ეროვნული ბანკი
გაცვლითი კურსი
(21 აპრილი, 2023 თვის)
1 USD = 36,5686 UAH
1 EUR = 40,0664 UAH
1 GEL = 14,6886 UAH
1 GBP = 45,4566 UAH
გრივნას სიმბოლო
გრივნას სიმბოლო

გრივნას სიმბოლოა უკრაინული ასო ჰე-ს კურსივი, ორმაგი ჰორიზონტალური ხაზით, რაც სტაბილურობის ნიშნავს. გრივნას აბრევიატურაა "გრნ" (грн., hrn). ISO 4217-ის მიხედვით გრივნას სავალუტო კოდია UAH ან 980. გრივნას სიმბოლოს სპეციფიკური დიზაინი 2003 წელს უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

2006 წლის 21 თებერვალს გრივნას კურსი იყო 5.05 გრივნა 1 დოლართან ან 6.01253 გრივნა 1 ევროსთან, უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით.

მიმოქცევაში მყოფი ბანკნოტები რედაქტირება

ღირებულება [1] და ზომები სურათი ძირითადი ფერი წინაპირი უკანა მხარე გამოშვების მხარე
₴1
118 x 63 მმ.
    ყვითლი-ცისფერი ვლადიმირ I დიდი (958–1015), ნოვგოროდის პრინცი, კიევის დიდი პრინცი და კიევის რუსეთის მმართველი. ვლადიმირ I–ის ციხე-სიმაგრის კედელი კიევში. 22 მაისი, 2006
₴2
118 x 63 მმ.
    ფორთოხლისფერი იაროსლავ ბრძენი (978–1054), ნოვგოროდის პრინცი, კიევის დიდი პრინცი და კიევის რუსეთის მმართველი. კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი. 24 სექტემბერი, 2004
₴5
118 x 63 მმ.
    ცისფერი ბოგდან ხმელნიცკი (1595-1657), ზაპოროჟიელი კაზაკების გეტმანი ეკლესია სოფელ სუბოტივში. 14 ივნისი, 2004
₴10
124 x 66 მმ.
    ჟოლოსფერი ივან მაზეპა (1639–1709), ზაპოროჟიელი კაზაკების გეტმანი კიევ-პეჩერის ლავრა 1 ნოემბერი, 2004
₴20
130 x 69 მმ.
    მწვანე ივან ფრანკო (1856-1916), პოეტი და მწერალი ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1 დეკემბერი, 2003
₴50
136 x 72 მმ.
    იისფერი მიხაილო გრუშევსკი (1866–1934), ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. უკრაინის ცენტრალური რადას შენობა ("მასწავლებლების სახლი" კიევში). 29 მარტი, 2004
₴100
142 x 75 mm
    ზეთისხილისფერი ტარას შევჩენკო (1814-1861), პოეტი და მსახიობი კობზარი მის გამყოლ ბიჭთან ერთად. 20 თებერვალი, 2006
₴200
148 x 75 მმ.
    ვარდისფერი ლესია უკრაინკა (1871-1913), პოეტი და მწერალი ლიუბარტას კოშკი. 28 მაისი, 2007
₴500
154 x 75 მმ.
    ყავისფერი გრიგორი სკოვოროდა (1722–1794), მწერალი და კომპოზიტორი კიევო-მოგილიანსკის აკადემიის ერთ-ერთი შენობა. 15 სექტემბერი, 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2014-12-22.