გრიგორ მელიქსეთიანი

გრიგორ მელიკსეთიანი (სომხ. Գրիգոր Մելիքսեթյան; დ. 18 აგვისტო, 1986, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მეკარე. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის პრემიერლიგის გუნდ განძასარი კაპანში

გრიგორ მელიქსეთიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Գրիգոր Մելիքսեթյան
დაბადების
თარიღი
18 აგვისტო, 1986 (1986-08-18) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 192 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
განძასარი კაპანი
ნომერი 12
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007 - 2009 პიუნიკი 52 (0)
2009 - 2010 იმპულსი 7 (0)
2010 - 2011 შაჰრ ჰადრო 10 (0)
2011 - 2012 პაიკანი 13 (0)
2012 - 2013 გაჰარ ზაგროსი 3 (0)
2013 - 2014 არარატი ერევანი 10 (0)
2014 განძასარი კაპანი 19 (0)
2015 ულისი 15 (0)
2015 - 2016 განძასარი კაპანი 22 (0)
2017 პარს ჯონული 0 (0)
2017 - განძასარი კაპანი 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2007 - 2008 სომხეთის 21-წლამდელთა 7 (0)
2012 - სომხეთის ეროვნული ნაკრები 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

გრიგორ მელიქსეთიანი არის საფეხბურთო სკოლა პიუნიკ ერევანის კურსდამთავრებული. 2007 წელს პიუნიკმა სომხეთის პრემიერ ლიგა მელიქსეთიანთან ერთად მოიგო (იგი გუნდის მეორე მეკარე იყო). 2008 წელს იგი უკვე გახდა გუნდის პირველი მეკარე. კლუბი სომხეთის პრემიერ ლიგის ჩემპიონი 2008 წელსაც გახდა. 2008 წლის სეზონის შემდეგ, სომხეთის საფეხბურთო ფედერაციამ მას ყველაზე საიმედო მეკარის ტიტული მიანიჭა.[1] 2009 წლის სომხეთის პრემიერლიგის სეზონი მელიქსეთიანმა კარგად ჩაატარა. პიუნიკის მთავარი მწვრთნელი ედვარდ ჰოვანისიანი მას იშვიათად შეცვლიდა ხოლმე მეორე მეკარით. წლის ბოლოს კლუბმა მელიქსეთიანთან ერთად მესამედ მოიგო ლიგა.

2010 წლის დასაწყისში მელიქსეთიანმა ახალი კლუბის ძებნა დაიწყო. იგი კონტრაქტის გაფორმებას ირანულ კლუბ დამაშთან აპირებდა, მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერშეთანხმების გამო, ტრანსფერი არ განხორციელდა.[2] თუმცა, ფიზიკური ფორმის შენარჩუნების გამო იგი კლუბ იმპულსთან ერთად ვარჯიშობდა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! გუნდის ახლოს გაცნობის შემდეგ, გრიგოლ მელიქსეთიანმა კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ წინა მათ ორი მაღალი დონის მეკარე უკვე ჰყავდათ (ფელიქს ჰაკობიანი და მაის აზიზიანი).[2][3] მისი სადებიუტი თამაში იმპულსის მაისურით შედგა 2010 წლის 23 მარტს, სომხეთის თასის ეგიდით, პიუნიკის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში; მატჩი იმპულსის მარცხით (0:1) დასრულდა.[4] იმპულსში მაღალი კონკურენციის გამო, მას ახალი კლუბის მოძებნა მოუწია.

ზაფხულის სატრანსფერო ზონის დროს მელიქსეთიანი შეუერთდა განძასარი კაპანს, თუმცა მას კლუბში არ თამაში ჩაუტარებია და კონტრაქტიც არ გაუფრომებია. შემდეგ იგი ირანში გაემგზავრა, სადაც მან კონტრაქტი გააფორმა კლუბ მეს სარჩეშმეჰთან. მომდევნო სეზონში, მან ითამაშა ირანის კიდევ ერთ გუნდში, პაიკან თეირანში.[5]

საერთაშორისო კარიერა რედაქტირება

გრიგორ მელიქსეთიანს აზერბაიჯანის ეროვნულ 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში 7 თამაში აქვს ჩატარებული.

2012 წლის იანვარში, იგი მიიწვიეს სომხეთის ფეხბურთის ეროვნულ გუნდში, რათა მონაწილეობა მიეღო კვიპროსში გამართულ მეგობრობის მატჩში. 28 თებერვალს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი სერბეთის წინააღმდეგ გამართულ თამაშში შედგა. თამაში სომეხთა ნაკრების მარცხით დასრულდა ანგარიშით 0:2. ორივე გოლი მისი კარში დგომის დროს გავიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული 2011-02-20 საიტზე Wayback Machine. (in Russian). armsport.am. Archived from the original on 31 March 2012. Retrieved 29 March 2013.
  2. 2.0 2.1 http://armfootball.com/rus/news/1831/grigor-meliksetyan-obeshchayu-v-etom-godu-budu-igrat-luchshe.html დაარქივებული 2014-10-25 საიტზე Wayback Machine. Григор Меликсетян: обещаю, в этом году буду играть лучше (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 29 March 2013.
  3. Меликсетян может перейти в "Импульс" დაარქივებული 2014-10-25 საიტზე Wayback Machine. (in Russian). ArmFootball.com. Retrieved 29 March 2013.
  4. Խաղի Ռեպորտաժ «Փյունիկ» 1–0 «Իմպուլս» (PDF) (in Armenian). FFA.am. Retrieved 29 March 2013.
  5. Меликсетян перешёл в «Пайкан» დაარქივებული 2011-09-17 საიტზე Wayback Machine. (in Russian). armsport.am. Retrieved 29 March 2013.