გრიგოლ ტურელი (ლათ. Gregorius Turonensis; ფრანგ. Grégoire de Tours; ნამდვილი სახელი და გვარია გეორგიუს ფლორენციუსი; დ. 30 ნოემბერი, 538 — გ. 17 ნოემბერი, 594) — ფრანკების ისტორიკოსი და ჰაგიოგრაფი. 573 წლიდან ტურის ეპისკოპოსი. დაიბადა კლერმონ-ფერანში, ოვერნის წარჩინებულ გალურ-რომაულ ოჯახში. აღიზარდა კლერმონის ეპისკოპოსის გალ კლერმონტელის მიერ. გრიგოლის ოჯახს რელიგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. ბიძამისი იყო ქალაქ კლერმონის ეპისკოპოსი. ტურელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ფრანკთა მეფეების სიგებერტის, გუნტრამისა და ხილდებერტ II-ის კარზე. იყო მეროვინგების სახელმწიფოს გავლენიანი სასულიერო პირი. მისი ძირითადი ნაშრომია „ფრანკთა ისტორია“ (ლათინურ ენაზე, 10 წიგნად), რომელიც წარმოადგენს V-VI საუკუნეების ფრანკთა სახელმწიფოს პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს. გრიგოლ ტურელი აგრეთვე წმინდანთა ცხოვრების და სხვა საეკლესიო თხზულებების ავტორია.

გრიგოლ ტურელის ქანდაკება

გარდაიცვალა 594 წელს, სავარაუდოდ 17 ნოემბერს. უკანასკნელი წარმოადგენს მისის ხსენების დღეს. ტურსა და კლერმონში იგი წმინდანად შერაცხეს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება