გრიგოლ ალექსანდრეს ძე ბოგვერაძე (დ. 2 მარტი, 1927, სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი — გ. 26 სექტემბერი, 2001) — მოწინავე ქართველი რკინიგზელი, სოციალისტური შრომის გმირი (1959). სკკპ წევრი 1952 წლიდან.

ბიოგრაფია რედაქტირება

1944 წელს დაამთავრა თბილისის № 1 რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი. 1956 წელს ბოგვარაძის ელმავალმა კაპიტალური რემონტის გარეშე პირველმა გაიარა 500 ათასი კმ, ნაცვლად 250 ათ. კმ-ისა. 1966 წელს ბოგვერაძემ დაამთავრა როსტოვის რკინიგზის ტრანსპოსტის ინჟინერთა ინსტიტუტი. 1968 წლიდან თბილისის რკინიგზის პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორი, 1972 წლიდან თბილისის მშრომელთა დეპუტატების ლენინის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1974 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის განყოფილების რაიონული პროფკომიტეტის თავმჯდომარე. სკკპ XXI ყრილობის დელეგატი, საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება