გრეიტ-ბარიერის კუნძული

გრეიტ-ბარიერის კუნძული (ინგლ. Great Barrier Island) — მეოთხე უდიდესი კუნძული ახალი ზელანდიის მთავარ კუნძულთა ჯაჭვში და მეექვსე მთლიანად ქვეყანაში. მდებარეობს ქალაქ ოკლენდიდან 100 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰაურაკის ყურის განაპირას. ფართობი 285 კმ²-ს შეადგენს.

გრეიტ-ბარიერის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Great Barrier Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 36°10′ ს. გ. 175°23′ ა. გ. / 36.167° ს. გ. 175.383° ა. გ. / -36.167; 175.383
ფართობი 285 კმ²
უმაღლესი წერტილი 621 მ
ჰობსონის მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 852 (2006)
სიმჭიდროვე 3 ად. /კმ²
კაიტოკეს პლაჟი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში

ეტიმოლოგია რედაქტირება

თავისი თანამედროვე სახელი კუნძულმა მიიღო ბრიტანელი მოგზაურის ჯეიმზ კუკის გამო, რომელმაც იგი მას დაარქვა იმის გამო, რომ კუნძული იყო ბარიერი წყნარ ოკეანესა და ჰაურაკის ყურეს შორის[1]. ამ კუნძულის ძირძველი, მაორის ხალხის დასახელებაა — მოტუ-აოტეა (მაორი. Motu Aotea), რაც ითარგმნება, მაორის ენიდან როგორც «თეთრი ღრუბლების კუნძული»[2].

გეოგრაფია რედაქტირება

უკავია რა ფართობი 285 კმ², გრეიტ-ბარიერის კუნძული სიდიდით ითვლება ახალი ზელანდიის მეოთხე კუნძულად (თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს) სტიუარტის, ჩატემის და ოკლენდის კუნძულების შემდეგ. უმაღლესი წერტილია ჰობსონის მთა, ზღვის დონიდან 621 მეტრზე.[1].

კუნძულის თანამედროვე სახელი, რომელიც ითარგმნება ინგლისური ენიდან როგორც «დიდი ბარიერი», ასახავს გრეიტ-ბარიერის გეოგრაფიულ მდგომარეობას, რომელიც მდებარეობს ჰაურაკის ყურის განაპირას. მაქსიმალური სიგრძით (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) 43 კმ კუნძული (როგორც კორომანდელის ნახევარკუნძული სამხრეთში) იცავს ყურეს შტორმებისაგან წყნარ ოკეანეში, რომელიც მდებარეობს კუნძულიდან აღმოსავლეთით. ასეთი მდებარეობის შედეგი გახდა სანაპირო პეიზაჟის დიდი მრავალფეროვნება. გრეიტ-ბარიერის აღმოსავლეთ ნაპირზე განლაგებულია გრძელი, სუფთა პლაჟები, ქარისაგან დაუცველი ქვიშის დიუნები. კუნძულის დასავლეთი სანაპირო გამოირჩევა სიწყნარით და არის ასობით მომცრო იზოლირებული უბეების ადგილი, რომელთაგან ბევრი იდეალურია დაივინგისათვის და ნავებით სეირნობისათვის. გრეიტ-ბარიერის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია დაჭაობებული ადგილები, კლდოვანი ზეგნები და აგათისის ტყეები.

გეოლოგიის თვალსაზრისით კუნძულს აქვს კორომანდელის ნახევარკუნძულის მსგავსი სტრუქტურა. უძველესი სამთო ჯიშებია გრაუვაკა და არგილითი, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს გრეიტ-ბარიერის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მათ ზემოთ განლაგებულია, უკიდურეს შემთხვევაში, ვულკანური ჯიშის ორი ფენა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ანდეზიტი. მჟავე ჯიშები, როგორებიცაა ლიპარიტი და ლიპარიტული ტუფი, შეიძლება მოიძებნოს ჰობსონის მთის შორიახლოს[3].

ისტორია რედაქტირება

კუნძულის ევროპელი აღმომჩენი გახდა ბრიტანელი მოგზაური ჯეიმზ კუკი, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1769 წელს[3]. მაგრამ გრეიტ-ბარიერზე პირველი ევროპელი დასახლებულების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე კუნძული დასახლებული იყო ახალი ზელანდიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლებით, მაორებით. კუნძულზე დღემდე შემორჩა სხვადასხვა ისტორიული ობიექტები: პა (სახმელეთო გამაგრება), მიწისქვეშა მარაგი ამბარები, მოედნები, სადაც ხდებოდა ქვის დამუშავება[4]. კუნძულზე პირველმა ევროპელებმა დაიწყეს დასახლება უკვე XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თანაც ეს პროცესი მიმდინარეობდა საკმაოდ არამშვიდობიან პირობებში. 1838 წელს ტრაიფენას დასახლებაში მოხდა საშინელი ბრძოლა ადგილობრივ მაორის ტომებსა და კორომანდელის ნახევარკუნძულიდან ჩამოსულებს შორის[5].

ადრინდელი ევროპული ინტერესი კუნძულისადმი უფრო მეტად გამოწვეული იყო სპილენძის საბადოს აღმოჩენის გამო კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც 1842 წელს, მაინერის კონცხთან, გაიხსნა პირველი ახალზელანდიური შახტები[4]. 1890-იან წლებში ოკუპუ/ფანგაპარაპარას რაიონში გაიხსნა ოქროს და ვერცხლის საბადოები[1].

სამთომომპოვებელი წარმოების გარდა კუნძულზე ასევე თითქმის XX საუკუნის შუამდე ვითარდებოდა ტყის დამამზადებელი წარმოება. მოჭრას უპირველეს ყოვლისა ექვემდებარებოდა ძვირადღირებული ხე აგათისი, რომელიც ხარობდა გრეიტ-ბარიერის კუნძულის ცენტრალურ რაიონებში. დღეისათვის კუნძულის დიდი ნაწილი დაფარულია აღდგენილი ნარგავებით, რომელთა შორის ჭარბობს კანუკა და აგათისი[6].

კუნძულის ისტორიაში და მტრედების ფოსტაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საფოსტო სამსახურს ინგლ. Great Barrier Island Pigeon-Gram Service, რომელიც არსებობდა ახალ ზელანდიაში XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში. ის აკავშირებდა ქვეყნის უდიდეს ქალაქ ოკლენდს გრეიტ-ბარიერთან, მაროტირის კუნძულებთან და კორომანდელის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ პორტ-ჩარლზთან.

პირველი გზავნილი მიღებული იყო 1896 წლის 29 იანვარს მტრედით, მეტსახელად Arie'. თითოეულ მტრედს გადაჰქონდა ხუთამდე გზავნილი. გზავნილების რეკორდი დაამყარა მტრედმა მეტსახელად ინგლ. Velocity («სიჩქარე»), რომელმაც გადალახა მანძილი კუნძულ გრეიტ-ბარიერსა და ოკლენდს შორის 50 წუთში საშუალო სიჩქარით 125 კმ/სთ, რაც მხოლოდ 40 %-ით ნელია თანამედროვე თვითმფრინავზე[7].

1898 წლიდან 1908 წლამდე გამოდიოდა საფოსტო მარკა საფოსტო მტრედის გამოსახულებით, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც მსოფლიოში გამოცემული პირველი საჰაერო ფოსტის აღმნიშვნელი ნიშანი[7]. ოკლენდი — გრეიტ-ბარიერის ხაზის მტრედების ფოსტის პირველი სპეციალური საფოსტო მარკა გამოიცა ტირაჟით 1800 ეგზემპლიარი. 1899 წელს ამავე მიმართულების კავშირისათვის გამოჩნდა სამკუთხა მარკები ორი ნომინალით: ლურჯი — 6 პენსი და წითელი — 1 შილინგი, ხოლო არქიპელაგ მაროტირისთან დასაკავშირებლად იმავე დასახელების სინდიკატის კომპანიამ გამოუშვა საკუთარი საფოსტო მარკა.

1908 წელს კავშირგაბმულობის კაბელის გაყვანის შემდეგ მტრედების ფოსტა დაიკეტა.

ამასთან ერთად გრეიტ-ბარიერის კუნძულზე იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში ბოლო ვეშაპების დამჭერი სადგური, რომელმაც დაიწყო მოქმედება მხოლოდ 1956 წელს. მან იმუშავა მხოლოდ 1962 წლამდე[4].

მოსახლეობა რედაქტირება

2006 წლის აღწერის თანახმად, გრეიტ-ბარიერის კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 852 ადამიანს[8], მათი დიდი ნაწილი ცხოვრობდა სანაპირო ქალაქ ტრაიფენში, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. სხვა დასახლებული პუნქტებია — ოკუპუ, ფანგაპარაპარა, პორტ-ფიცროი, კლარისი და კაიტოკე.

ეკონომიკა რედაქტირება

თავიდან გრეიტ-ბარიერის კუნძულს ჰქონდა საჭირო სამეურნეო მნიშვნელობა: მასზე მოიპოვებდნენ მინერალებს, ასევე ხდებოდა აგათისის ხეების მოჭრა, თუმცა კუნძულზე სოფლის მეურნეობა იყო შეზღუდული. დღეისათვის გრეიტ-ბარიერის კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა, უპირატესად დაკავებულია სოფლის მეურნეობით და ტურიზმით[9]. კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაირფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებით (საერთო ფართობის დაახლოებით 60 %) იმყოფება ახალი ზელანდიის გარემო პირობების დაცვის დეპარტამენტის მმართველობის ქვეშ, როგორც ბუნების დასაცავი ტერიტორია[1], ამასთან ადგილობრივი მმართველობის ორგანოა ოკლენდის საქალაქო საბჭო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Great Barrier Island Aotea brochure, Back. Department of Conservation (New Zealand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  2. Radonich, Milan.. (2006)The land based Nationals winter Comp (PDF) გვ. С. 24. New Zealand Fishing Coast to Coast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2014-08-25.
  3. 3.0 3.1 Great Barrier Island. Te Ara - The Encyclopedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  4. 4.0 4.1 4.2 Historic Great Barrier Island Aotea. Department of conservation of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  5. Great Barrier Island ~ History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  6. Great Barrier Island Aotea brochure, Front. Department of Conservation (New Zealand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-19. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  7. 7.0 7.1 The Great Barrier Island pigeongram service. Museum of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  8. Quickstats about Great Barrier Island. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  9. Great Barrier Island. Auckland City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.