გრაინდკორიმძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომლის ჩამოყალიბება ადრეულ-შუა 1980-იანებში დაიწყო. მასზე გავლენა მოახდინეს ყველაზე აბრასიულმა მუსიკალურმა ჟანრებმა, რომელთა შორისაცაა დეზ მეტალი, ინდუსტრიული მუსიკა, ნოის როკი და ჰარდკორ პანკის სხვადასხვა ექსტრემალური მიმდინარეობები.

გრაინდკორი ხასიათდება დაბალ ტონალობაზე აწყობილი გიტარებით მძიმე დისტორშენით, სწრაფი ტემპით, ვოკალით, რომელიც შესრულებულია ან გროულინგით, ან განწირული სქრიმინგით. Napalm Death-ის მსგავს ადრეულ ჯგუფებს სტილში მიეწერებათ ჟანრისთვის საძირკვლის ჩაყრა. დღესდღეობით ჟანრი პოპულარულია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში, განსაკუთრებით ჯგუფები Brutal Truth და Nasum. ტექსტების თემები ძირითადად ეხება სოციალურ და პოლიტიკურ უსამართლობებს, თუმცა მოიცავს აგრეთვე სისხლიან თემებსა და შავ იუმორს.

„მცირე სიმღერები“ გრაინდკორისთვის დამახასიათებელი ცუდი რეპუტაციის მქონე შტრიხია. რამდენიმე ჯგუფს ამ სტილში ჩაწერილი აქვს სიმღერები, რომელთა ხანგრძლივობა სულ რამდენიმე წამია.[1] ინგლისურმა ჯგუფმა Napalm Death დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი, როდესაც ჩაწერა ყველაზე მოკლე სიმღერა You Suffer, რომელიც სულ რაღაც 1.316 წამი გრძელდება.

სქოლიო რედაქტირება

  1. Garry Sharpe-Young (2007). „US Death Metal and Grindcore“, Metal: The Definitive Guide. Jawbone Press. ISBN 978-1906002015.