გრავიტაცია (ინგლ. Gravity) — 2013 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომლის რეჟისორი, თანაპროდიუსერი, თანამონტაჟისტი და თანასცენარისტი არის ალფონსო კუარონი.[4][5] ფილმის მთავარი გმირები, სანდრა ბულოკი და ჯორჯ კლუნი ასახიერებენ ამერიკელი ასტრონავტების როლს, რომლებიც აღმოჩნდებიან შუაგულ კოსმოსში, მას შემდეგ რაც მათი შატლი აფეთქდება.

„გრავიტაცია“
რეჟისორი ალფონსო კუარონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა სტივენ პრაისი
ოპერატორი ემანუელ ლუბეცკი
მონტაჟი
  • ალფონსო კუარონი
  • მარკ სენგერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 91 წუთი[1]
ქვეყანა
  • აშშ
  • ბრიტანეთი[2]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 723.2 მილიონი აშშ დოლარი[3]

სცენარი კუარონმა შვილთან, ხონასთან ერთად დაწერა. თავდაპირველად ფილმის დისტრიბუტორი Universal Pictures უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით დისტრიბუციაზე უფლებები მოპოვა Warner Bros. Pictures-მა. დევიდ ჰეიმენი, რომელიც ადრე კუარონთან ერთად მუშაობდა ფილმზე „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, გახდა „გრავიტაციის“ თანაპროდიუსერი. ფილმის წარმოება მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრიტანულმა კომპანია Framestore-მა სამი წელი მოანდომა ვიზუალური ეფექტების შექმნას.

ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2013 წლის 28 აგვისტოს[6][7] და მაღალი შეფასებები ერგო. შექება ძირითადად წილად ჰხვდა რეჟისურას, მუსიკას, ვიზუალურ ეფექტებს და სანდრა ბულოკის შესრულებას.[8] მიჩნეულია 2013 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად; ამერიკის კინოინსტიტუტმა დაასახელა წლის 10 საუკეთესო ფილმებს შორის. ის გახდა 2013 წლის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი 723 მილიონი აშშ დოლარით.[3]

ფილმმა მიიღო უმრავი ჯილდო დაჯილდოების სხვადასხვა ცერემონიალებზე. ოსკარზე წარდგენილი იქნა 10 ნომინაციაში, საიდანაც მოიგო 7: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, ორიგინალური მუსიკისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და ვიზუალური ეფექტებისთვის.[9][10][11] პროექტს აგრეთვე გადაეცა BAFTA ექვსი,[12][13] კრიტიკოსთა რჩეულის 7 და ოქროს გლობუსის 1 ჯილდო.[14] ისევე როგორც რე ბრედბერის პრემია.[15] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 96%-ს 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. GRAVITY (12A). Warner Bros.. British Board of Film Classification (23 აგვისტო, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 23 აგვსიტო, 2013.
  2. Gravity. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 Staff. (16 იანვარი, 2014) Gravity (2013). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2014.
  4. Clooney and Bullock in 'Gravity'. The Independent (2010-12-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-09. ციტირების თარიღი: 2013-07-04.
  5. Bullock talks space sex with Clooney. The Belfast Telegraph (2013-05-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-09. ციტირების თარიღი: 2013-07-04.
  6. Венецианский кинофестиваль впервые откроется с 3D-фильма. Новые Известия (2013-07-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-09. ციტირების თარიღი: 2013-07-04.
  7. Валерий Кичин.. (2013-08-23) Фильм «Гравитация» станет сенсацией Венецианского фестиваля. Российская газета. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  8. Trumbore, Dave. (28 აგვისტო, 2013) 'Gravity' Reviews Praise Sandra Bullock and George Clooney's Performances. Collider. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2013.
  9. Oscar Winners 2014 Complete List. Oscar.go.com. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2014.
  10. „Oscar Winners 2014 List“. Daily Telegraph. London. 3 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. Gravity dominates, but 12 Years a Slave wins best film. Guardian (3 მარტი, 2014). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2014.
  12. BAFTA Awards: ‘12 Years A Slave’ Wins Best Film But ‘Gravity’ Carries Most Weight With Six Total Nods; Chiwetel Ejiofor & Cate Blanchett Take Actor Wins; ‘American Hustle’ Scores 3 Including For Jennifer Lawrence. BAFTA. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2014.
  13. Gravity wins outstanding British film. Guardian (16 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2014.
  14. „Golden Globe Awards Winners“. Variety. Penske Media Corporation. 12 იანვარი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  15. 2013 Nebula Nominees Announced, SFWA, 25 თებერვალი, 2014.
  16. Gravity. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2014.