გოძილა (1998 წლის ფილმი)

გოძილა“ (ინგლ. Godzilla) — 1998 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია როლანდ ემერიხი. მისი მთავარი პერსონაჟია გოძილა, Toho-ს ფრენჩაიზიდან. ეს არის საერთო ჯამში ამ ურჩხულის შესახებ გადაღებული 23-ე ფილმი და პირველი გოძილას შესახებ, რომელზეც ჰოლივუდურმა სტუდიამ იმუშავა[Note 1]. „გოძილაში“ მთავარ როლებს ასრულებენ: მეთიუ ბროდერიკი, ჟან რენო, მარია პიტილო, ჰენკ აზარია, კევინ დანი, მაიკლ ლერნერი და ჰარი შირერი. ფილმი შეიქმნა კომპანიების Centropolis Entertainment, Fried Films, Independent Pictures და TriStar Pictures მიერ. TriStar იყო მისი დისტრიბუტორი კინოგაქირავებაში, ხოლო Sony Pictures Entertainment — სახლის მედიაფორმატების. „გოძილა“ არის პირველ შემთხვევა, როდესაც პროდიუსერი დევლინი და ემერიხი მუშაობდნენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელზეც უფლებას თავად არ ფლობდნენ. სურათი ეძღვნება ფრენჩაიზის პროდიუსერ და შემქმნელ ტომოიუკი ტანაკას, რომელიც ფილმის წარმოების პერიოდში გარდაიცვალა.

„გოძილა“
რეჟისორი როლანდ ემერიხი
პროდიუსერი დინ დევლინი
სცენარის ავტორი დინ დევლინი
როლანდ ემერიხი
ეფუძნება გოძილა
Toho
ისტორია ტედ ელიოტი
ტერი როსიო
დინ დევლინი
როლანდ ემერიხი
როლებში
მუსიკა დევიდ არნოლდი
ოპერატორი ული შტაიგერი
მონტაჟი პიტერ ამუნდსონი
დევიდ სიგელრელი
სტუდია Centropolis Entertainment
Fried Films
Independent Pictures
დისტრიბუტორი TriStar Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 20 მაისი, 1998 (1998-05-20)
ხანგრძლივობა 139 წთ.
ქვეყანა აშშ
იაპონია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 130 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 379 მილიონი აშშ დოლარი[1]

„გოძილა“ კინოთეატრებში გამოვიდა 1998 წლის 20 მაისს. მისმა შემოსავალმა აშშ-ში 136, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – 379 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[1], აქცია რა შტატებში წლის რიგით მეცხრე[3], ხოლო მსოფლიო მასშტაბით – მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.[4] მიუხედავად კომერციული წარმატებისა, მისი შემოსავალი მაინც „საშუალოდ“ ითვლებოდა და ფილმი იმ პერიოდში კომერციულ ჩავარდნად[5][6] 1999 წელს „გოძილამ“ მიიღო „ოქროს ჟოლო“, „ყველაზე ცუდმა რიმეიკის ან გაგრძელების“ და „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის“ ნომინაციებში, ნომინირებული იყო რა აგრეთვე „ყველაზე ცუდი სურათის“, „ყველაზე ცუდი რეჟისორის“ და „ყველაზე ცუდი სცენარის“ კატეგორიებში. ამ ფონზე ფილმის გაგრძელების გადაღების გეგმა შეიცვალა და სანაცვლოდ გამოვიდა ანიმაციური ტელესერიალი.

შენიშვნები რედაქტირება

  1. ამერიკაში გამოსულ იაპონურ ფილმებში „გოძილა, ურჩხულების მეფე“, „კინგ კონგი გოძილას წინააღმდეგ“ და „გოძილა 1985“ შეტანილია დამატებითი კადრები, გადაღებული მცირე ჰოლივუდური კომპანიების მიერ. ისინი შეიქმნა ამერიკელი მაყურებლის უფრო მეტი რაოდენობით მოსაზიდად.[2] „ასტრო-ურჩხულის შემოჭრა“ იყო „გოძილას“ შესახებ პირველი ფილმი, რომელიც შეიქმნა იაპონურ Toho-ს და ამერიკული UPA-ს თანამშრომლობით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Godzilla (1998). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 1, 2011.
  2. კალატი 2010, p. 25.
  3. 1998 Domestic Grosses. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  4. 1998 Worldwide Grosses. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  5. სტერნგოლდი, ჯეიმზ. (May 26, 1998) 'Godzilla' Roars In But Fails To Devour. New York Times. ციტირების თარიღი: August 7, 2016.
  6. DeWolf, Rose. (June 12, 1998) It's Big, All Right - A Big Flop `Godzilla' Takes A Stomping At The Box Office And In The Stores. Philly. ციტირების თარიღი: August 7, 2016.