გორისა და ატენის ეპარქია

გორისა და ატენის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს თანამედროვე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. სამღვდელმთავროს ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან - სამთავისისა და კასპის ეპარქია, ჩრდილოეთიდან - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ურბნისისა და რუისის ეპარქია, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, სამხრეთიდან - წალკის ეპარქია.

გორისა და ატენის ეპარქია
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 2310,35 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : 77 549 კაცი
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი გორი
დაარსდა : 2013 წლის 11 ოქტომბერს
საკათედრო ტაძარი : გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : მიტროპოლიტი გორისა და ატენისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
მმართ. ეპისკოპოსი : ანდრია (გვაზავა)

2013 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სამთავისისა და გორის ეპარქია გაიყო ორად: გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიებად. გორისა და ატენის ეპარქიის მმართველად დარჩა მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სამთავისისა და კასპის ეპარქიის მართველად გამოირჩა იღუმენი დამიანე (ხუფენია), იკურთხა 2013 წლის 3 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება