გორელოვკა

სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

გორელოვკა — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორელოვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა, ჟდანოვი, სამება, სპასოვკა).

სოფელი
გორელოვკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გორელოვკა
კოორდინატები 41°12′52″ ჩ. გ. 43°41′32″ ა. გ. / 41.21444° ჩ. გ. 43.69222° ა. გ. / 41.21444; 43.69222
ცენტრის სიმაღლე 2065
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1165[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 56 %
ქართველები 33 %
რუსები 11 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გორელოვკა — საქართველო
გორელოვკა
გორელოვკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გორელოვკა
გორელოვკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
გორელოვკა

გეოგრაფია რედაქტირება

სოფელი მდებარეობს ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ბუღდაშენის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 2065 მეტრი. სოფელში არის ვულკანური წიდის საბადო.

ისტორია რედაქტირება

ადგილობრივი სომხები გორელოვკის ძველ სახელწოდებად ბუღდაშენს ასახელებენ. სიძველეებიდან ამ დიდ სოფელში ახლა აღარაფერია შემორჩენილი, თუმცა XX საუკუნის 30-იან წლებში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ახსოვდა, რომ გორელოვკა ძველი სოფლის ნანგრევებზე იყო აშენებული (ეკლესიის ნანგრევი, ძვ. სასაფლაო დიდი ბრტყელი ლოდებით, ზეთის სახდელი ნაგებობა და სხვ.).

გორელოვკის მახლობლად, ბუღდაშენის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, ძველი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია ნასახლართა დიდი ბუდეები და სასაფლაო ძველი დაუმუშავებელი ლოდებით, ეკლესიის კვალი კი აღარსადაა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595) ეს ადგილები სრულიად დაუსახლებელი ჩანს. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ჯავახეთში გადმოასახლა დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან. სახელი „გორელოვკა“ მათი შერქმეულია. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი. 1895 წელს 2 000-მდე დუხობორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. თბილისის გუბერნატორმა გიორგი შერვაშიძემ ურჩობისთვის სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. 1990-იან წლებამდე დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, თუმცა მომდევნო წლებში მათმა უმეტესობამ საქართველო დატოვა.

საბჭოთა პერიოდში გორელოვკაში განვითარებული იყო მეცხოველეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 165 კაცი, მათგან დუხობორების რაოდენობა 125 ადამიანია. სოფელში არის სამი საჯარო სკოლა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 225.
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი: თორი, ჯავახეთი, თბ., 1985.
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.