მარკუს ანტონიუს გორდიანე სემპრონიანუს რომანუს აფრიკანუსი (ლათ. Marcus Antonius Gordianus Sempronianus Romanus Africanus) (დ. 159 — გ. 15 აპრილი 238) — რომის იმპერატორი 238 წელს. მდიდარი წარჩინებული გვარიდან. მამის მხრიდან წარმოშობით გრაკხების საგვარეულოდან იყო, დედა იმპერატორ ტრაიანეს ენათესავებოდა. გორდიანე იკავებდა რომის რამდენიმე პროვინციის პრეტორის, კონსულის (რამდენიმეჯერ), პროკონსულის (მოადგილის) თანამდებობებს. 238 წელს, პროვინცია აფრიკის პროკონსულად ყოფნისას, იმპერატორ მაქსიმინუსის წინააღმდეგ ადგილობრივი დიდებულების აჯანყების დროს 80 წლის გორდიანე ავგუსტუსად (იმპერატორად) გამოაცხადეს. მან მაშინვე თავისი შვილი (გორდიანე II) დანიშნა თანამმართველად. რომში, სადაც გაემგზავრა გორდიანე I, სენატმა ორივე მათგანი გამოაცხადა იმპერატორად მაქსიმინისუსის მაგივრად. პროვინციების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თუმცა მმართველობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში თავი ჩამოიხრჩო, ვერ გადაიტანა შვილის დაღუპვა, რომელიც კართაგენში საქმეების მოსაწესრიგებლად დატოვა.

გორდიანეს სესტერცი

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
მაქსიმინუსი
რომის იმპერატორი

238
შემდეგი:
გორდიანე II