გორგლი (ლათ. tuber) — მცენარის სახეცვლილი ყლორტი; გამსხვილებული ღერო (ზოგჯერ გამსხვილებული ლებნისქვეშა მუხლი ან ფესვის ნაწილი), რომელიც ერთი ან რამდენიმე მუხლთშორისისაგან შედგება. წარმოიქმნება როგორც მთავარ ღერძზე, ისე გვერდით ყლორტებსა (შვიტა, დედაფუტკარა) და მიწისქვეშა ყლორტებზე — სტოლონებზე (კარტოფილი, მიწავაშლა და სხვა).

ოკარინას გორგლები

გამსავილებული ლებნისქვეშა მუხლის სახით გორგლი აქვს ყოჩივარდას, ზოგიერთ ქოლგოსანსბუჩქისძირას, ღიმს და სხვა. მიწისზედა გორგლი მწვანეა და ნორმალური ფოთლები აქვს (კოლრაბი, ზოგი ტროკული ორქიდეა და სხვა), მიწისქვეშა გორგლზე კი ფოთლები მცირე ზომის ქერქლებად არის რედუცირებული. გორგლში გროვდება საკვები ნივთიერებები, მეტწილად სახამებელი და სხვა. ნახშირწყლები, იშვიათად — ცხიმი. იგი ვეგეტატიური გამრავლების ორგანოა.

ლიტერატურა რედაქტირება