გორაბერეჟოული

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

გორაბერეჟოულისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გორაბერეჟოული).

სოფელი
გორაბერეჟოული

გორაბერეჟოულის ტყე-პარკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი გორაბერეჟოული
კოორდინატები 42°00′18″ ჩ. გ. 42°11′52″ ა. გ. / 42.00500° ჩ. გ. 42.19778° ა. გ. / 42.00500; 42.19778
დაარსდა ანტიკური ხანა
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 628[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გორაბერეჟოული — საქართველო
გორაბერეჟოული
გორაბერეჟოული — გურიის მხარე
გორაბერეჟოული

მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელი იყოფა ორ ნაწილად: გორა (მაღლობი) და ბერეჟოული (დაბლობი). სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარია ცინცაძე. სოფელში დგას წმინდა იუსტინეს სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.[2]

ისტორია რედაქტირება

არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.

სოფელი წარმოადგენდა ე.წ. საერისთაოს ცენტრს, საერისთაო, ანუ ერისთავების ფეოდალური საგვარეულოს ტერიტორია ვრცელდებოდა მდინარე გუბაზეულიდან საწაბლიოს სერამდე. გორაბერეჟოულში იყო ერისთავების რეზიდენცია. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ 1840-იან წლებში მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდან, მამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.[3] ერისთავის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მეურნეობას სათავეში მისი ვაჟი ანდრია ერისთავი ჩაუდგა. 1908 წლისთვის გორა და ბერეჟოული ცალ-ცალკე სოფლებად იყო აღწერილი. ორივე სოფელი ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[4]

საბჭოთა პერიოდში ერისთავების მამულის ტერიტორიაზე გაშენდა გორაბერეჟოულის ტყე-პარკი და აიგო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. ჩაისუბნის სასოფლო საბჭოდან გამოიყო დამოუკიდებლობის შემდეგ.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 628 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 565
1911[6]   364
2002[7]   766 355 411
2014[1]   628 295 333

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები, გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სახლი კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: წითელი ღვია, კანფეტის ხე, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.

სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.

ცნობილი ადამიანები რედაქტირება

სოფელში დაიბადა ექიმი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ერისთავი. ასევე საბჭოთა კავშირის გმირი ჭიჭიკო ბენდელიანი. გორაბერეჟოულში განთავსებულია ბენდელიანის მემორიალური მუზეუმი. სოფელში მოღვაწეობდნენ მიხეილ და ანდრია ერისთავები.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება