გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომეწარი (მრავალმნიშვნელოვანი).

გომეწარისოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მაღაროსკარის თემში, მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მაღაროულას (ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, გომეწრის ხეობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, დუშეთიდან 41 კილომეტრში. ისტორიულად წარმოადგენდა თუშეთის ერთ-ერთ თემს.[2]

სოფელი
გომეწარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი მაღაროსკარი
კოორდინატები 42°18′14″ ჩ. გ. 44°48′51″ ა. გ. / 42.30389° ჩ. გ. 44.81417° ა. გ. / 42.30389; 44.81417
ცენტრის სიმაღლე 1480
მოსახლეობა 68[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
გომეწარი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 68 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
2002[3] 135 70 65
2014[1] 68   35 33

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

სოფლის შუაში, მდინარის მარცხენა მხარეს, მთის კალთის მცირე შევაკებაზე, დგას XVIII საუკუნის მიწურულს აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სოფელთან ახლოს, საყდართგორად წოდებულ ადგილზე მდებარეობს VIII–IX საუკუნეების პატარა დარბაზული ეკლესია. გომეწარსა და გომეწრის ხეობაზე გადიოდა თიანეთისა და მთიულეთგუდამაყრის დამაკავშირებელი გზა. ხეობის თავში შემორჩენილია ადრინდ. შუა საუკუნეების დროინდელი ციხეები: ყელყვითელას ციხე, რომელიც თიანეთიდან და მთიულეთ-გუდამაყრიდან გადმომავალ გზას იცავდა, და სიმაგრეულას ციხე, რომელიც დარაჯობდა ხორხის ხეობიდან მომავალ გზას. ყელყვითელას ციხეზე 1944 ნაპოვნია ქვაზე ამოკვეთილი X საუკუნის იურიდიული დოკუმენტი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.