გომარ სიხარულიძე (დ. 4 მარტი, 1942, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 27 იანვარი, 2020) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს დამსახურებული არტისტი თბილისის საპატიო მოქალაქე (2009).

1964 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო–სადირიჟორო), ხოლო 1976 წელს (საკომპოზიციო).

1957–1959 წლებში იყო ქ. ქუთაისის აბრეშუმის კომბინატთან არსებული გუნდისა და ხალხური ინსტრუმენტალური ანსამბლის ხელმძღვანელი; 1961–1975 წლებში ვოკალური ანსამბლი „გორდელას“ ხელმძღვანელი; 1966–1970 ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, 1970–1977 თბილისის V სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1984 წლიდან თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე.

დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატა ფორტეპიანოსათვის (1969), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), ექსპრომტი ფორტეპიანოსათვის (1970), პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსათვის (1970), კონცერტი სამი შემსრულებლისათვის, საბავშვო ხმა, ტენორი, ბანი (1984); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის (1964), რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1970), „ავე მარია“ არია მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1974); საგუნდო ნაწარმოებები – დიდება N1 „რვაასი“ სოლისტებისა და ვაჟთა გუნდის ა კაპელასათვის (1966), დიდება N2 „გურამი“ სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), „ოთხი გურული ჩანახატი“ ქალთა გუნდის ა კაპელასათვის (1972), დიდება N3 „ჯარჯი“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათის (1975); საესტრადო სიმღერები – „იმერული ბალადა“ , „გურია“, „დონ კიხოტი ზურიკელა“, „გაზაფხული“ . მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის. ვოკალურ ანსამბლ „გორდელასთან“ ერთად, 1968 წელს გახდა ბულგარეთის სტუდენტური და ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული.

კომპოზიტორია ფილმებისა რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება