გოიანია (პორტ. Goiânia) — ქალაქი ბრაზილიაში, გოიასის შტატის უმსხვილესი ქალაქი და დედაქალაქი. მოსახლეობის მხრივ ქალაქი მეორეა ცენტრალურ-დასავლეთ ბრაზილიის რეგიონში და მეცამეტე ქვეყნის მასშტაბით.

მუნიციპალიტეტი
გოიანია
Goiânia
დროშა გერბი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
შტატი გოიასი
კოორდინატები 16°40′00″ ს. გ. 49°15′00″ დ. გ. / 16.66667° ს. გ. 49.25000° დ. გ. / -16.66667; -49.25000
დაარსდა 1933
ფართობი 789 კმ²
ცენტრის სიმაღლე 749
მოსახლეობა 1,281,975 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1.604 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3, ზაფხულში UTC-2
სატელეფონო კოდი 62
საფოსტო ინდექსი 74000-000
ოფიციალური საიტი goiania.go.gov.br
გოიანია — ბრაზილია
გოიანია

ქალაქის მშენებლობა წინასწარაა დაგეგმარებული და აშენდა 1933 წელს, გუბერნატორ პედრო ლუდოვიკოს მიერ, როგორც შტატის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი. გოიანიას გააჩნია ყველაზე დიდი მწვანე არეალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მთელს ბრაზილიაში და ამ მხრივ მსოფლიოში მეორეა კანადის ქალაქ ედმონტონის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება