გოთური მეტალი ან გოთ-მეტალიმძიმე მეტალის ქვეჟანრი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მძიმე მეტალის აგრესიასა და გოთური როკის შავ მელანქოლიას. გოთური მეტალის ჯგუფები ხშირად უთავსებენ გოთურ მეტალს მძიმე მეტალის სხვა ჟანრებს. ლირიკა ძირითადად მელოდრამული და დამწუხრებული ტექსტებისგან შედგება.

გოთური მეტალის პიონერები იყვნენ ჯგუფები: Paradise Lost, My Dying Bride და Anathema, ყველა ჩრდილოეთ ინგლისიდან. 1990-იანების პირველ ნახევარიდან ჟანრში მოღვაწეობენ ჯგუფები: ამერიკული Type O Negative, შვედური Tiamat და ნიდერლანდული The Gathering. ნორვეგიულმა ჯგუფმა Theatre of Tragedy განავითარა მზეთუნახავისა და ურჩხულის ესთეტიკური იმიტაცია მამაკაცის აგრესიული ვოკალის კომბინაციით ქალის ფაქიზ ხმასთან. ეს კონტრასტი შემდგომში მრავალი გოთური ჯგუფის მიერ იქნა გამოყენებული. შუა 90-იანების განმავლობაში ჯგუფებმა Moonspell, Theatres des Vampires და Cradle of Filth გოთური მიღწევები ბლეკ-მეტალში გამოიყენეს. დეკადის დასასრულისთვის გოთური მეტალის და სიმფონიური მეტალის შერწყმით ახალი ჟანრი - სიმფონიური გოთური მეტალი - განავითარეს ჯგუფებმა Tristania და Within Temptation.

21-ე საუკუნეში გოთური მეტალი მეინსტრიმულად იქცა ევროპაში, განსაკუთრებით ფინეთში, სადაც ჯგუფებმა Nightwish, The 69 Eyes, Entwine, HIM, Lullacry, Poisonblack და Sentenced გამოუშვეს ჰიტ სინგლები და ალბომები, რომლებიც ჩარტების ლიდერებად იქცნენ. რატომღაც ამერიკაში მხოლოდ ზოგიერთმა ჯგუფმა მოიპოვა კომერციული წარმატება, მათ შორის HIM,[1] Lacuna Coil,[2] Evanescence[3] და Cradle of Filth.[4]

სქოლიო რედაქტირება