გნეზნო (პოლ. Gniezno, გერმ. Gnesen) — ქალაქი პოლონეთში, შედის ველიკოპოლსკის სავოევოდოს, გნეზნოს პოვიატში. აქვს საქალაქო გმინის სტატუსი. ფართობი 49 კმ². მოსახლეობა შეადგენს 70 083 ადამიანს (2006 წელი). რკინიგზის კვანძი. ქალაქში არის სამკერვალო, კვებისა და ტყავის საწარმოები.

ქალაქი
გნეზნო
Gniezno

ძველი გნეზნო ტბიდან
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო ველიკოპოლსკის სავოევოდო
პოვიატი გნეზნოს პოვიატი
კოორდინატები 52°32′00″ ჩ. გ. 17°36′00″ ა. გ. / 52.53333° ჩ. გ. 17.60000° ა. გ. / 52.53333; 17.60000
პრეზიდენტი იაცეკ კოვალსკი
დაარსდა VIII საუკუნის ბოლო
ამჟამინდელი სტატუსი 1713
ფართობი 49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
მოსახლეობა 70,083 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 1737,60 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +48 61
საფოსტო ინდექსი 62-200
საავტომობილო კოდი PGN
ოფიციალური საიტი um.gniezno.pl
გნეზნო — პოლონეთი
გნეზნო

ისტორია რედაქტირება

გნეზნო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქს, მისი დაარსებას მიაკუთვნებენ VIII ს-ის ბოლოს. აქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობა 1936 წლიდან. აღმოჩენილ იქნა VIII-XIII საუკუნეების კულტურული შრეები, ხისა და მიწის გამაგრებებით, ღუმელებიანი მორების სახლებით, სახელოსნოებითა და სამეურნეო ნაგებობებით. მიღებულია დიდი მატერიალური მასალა ძველი პოლონეთის კულტურის ისტორიის, ხელოსნობის და ვაჭრობის შესახებ.

X საუკუნის გნეზნო იყო ძველი პოლონეთის სახელმწიფოს დედაქალაქი, ეგრეთ წოდებული პიასტის გზის მთავარი ცენტრი, რომელიც აერთიანებდა, ადგილებს რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ძველი პოლონური სახელმწიფოს შექმნაში. აქ დაიწყო სლავური ტომების გაერთიანების პროცესი, რომელიც დაამთავრა მთავარმა მიეშკო I — პირველმა უტყუარმა პოლონეთის მმართველმა, პიასტების დინასტიის დამაარსებელმა. მან ასევე შემოიღო ქრისტიანობა პოლონეთში; პირველი პოლონური საარქიეპისკოპოსო იყო სწორედ გნეზნოში. იმ დროს ქალაქი იყო მსხვილი სახელოსნო ცენტრი და აწარმოებდა ფართო ვაჭრობას არაბულ აღმოსავლეთთად, ჰქონდა მუდმივი სავაჭრო ურთიერთობები კიევის რუსეთთან.

1000წლიდან გნეზნო — არქისაეპისკოპოსოს საკათედრო ქალაქია, პოლონეთის მეფეების კორონაციის ადგილი (XIV საუკუნემდე). 1000 წ. გნეზნოში გაიმართა ბოლესლავ I მამაცისა და იმპერატორ ოტონ III-ის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილ იქნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკითხი, რის შედეგადაც ბოლესლავმა მიიღო მეფის ტიტული.

ქალაქ გნეზნო მჭიდროდაა დაკავშირებული წმ. ვოიცეხთან (ადალბერტი) - ეპისკოპოსთან, მისიონერთან და წამებულთან, რომელიც წარმოადგენს ქალაქის მფარველს.

1793 წლიდან გნეზნო შედის პრუსიის შემადგენლობაში (1807–1815 პერიოდის გარდა, როდესაც ეკუთვნოდა ვარშავის ჰერცოგს).

1918 წლიდან შედის პოლონეთის შემადგენლობაში.

არქიტექტურული ძეგლები რედაქტირება

  • გოტიკური კასტიოლი (ტაძარი)— ქალწული მარიას სახელობის (დაახლოებით 1342–1415);
  • დორომანის კასტიოლისაგან X ს. და რომანული კასტიოლისაგან XI ს. შემორჩენილია იატაკის კერამიკული ფილები, 1038 წლამდე, და ცნობილი «გნეზნოს ჭიშკარი», ბრინჯაო, მიახლოებით 1170;
  • გოტიკური, რენესანსული და ბაროკოს კაპელები და სამარის ქვები, მათ შორის ზ. ოლესნიცკის საფლავის ქვა, მარმარილო, 1495, მოქანდაკე ფაიტ შტოსი);
  • წმინდა იანა (XIV ს., ფრესკები 1340—60);
  • ფრანცისკანული კასტიოლი და მონასტერი (XIII ს., გადაკეთებულია XVII—XVIII სს.).

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gniezno w zaraniu dziejów w świetle wykopalisk, red. J. Kostrzewskiego, Poznań, 1939;
  • Hensel W., Najdawniejsze stolice Polski. Gniezno. Kruszwica. Poznań, Warszawa, 1960.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება