გმირი დედა (ორდენი)

„გმირი დედა“ (რუს. Мать-героиня) — საპატიო წოდება და ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1944 წლის 8 ივლისს. „გმირის დედის“ წოდებას ანიჭებდნენ დედებს, რომელთაც შობეს და აღზარდეს 10 შვილი; ამასთანავე მათ გადასცემდნენ „გმირი დედის“ ორდენსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელს. ორდენი — ვერცხლის სხივების ფონზე ამობურცული ოქროს ხუთქიმიანი ვარსკვლავი — მკერდის მარცხენა მხარეს მაგრდება წითლად მომინანქრებული ფიგურული ლითონის ფირფიტით. დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ „გმირი დედის“ ორდენი, ორდენის წიგნაკი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი სამახსოვროდ რჩება გარდაცვლილის ოჯახს.

„გმირი დედის“ ორდენი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება