გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა

გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა (ინგლ. The Global Positioning System, შემოკლებით GPS) — აშშ-ის გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემა. იგი გვაწვდის საიმედო ადგილმდებარეობის განსაზღვრას, ნავიგაციასა და განრიგის სერვისებს მსოფლიოს მასშტაბით. იგი მუშაობს ნებისმიერ ამინდში, დღესა თუ ღამეში, ყველგან დედამიწაზე ან დედამიწასთან ახლოს.

GPS Block II-F თანამგზავრის კონცეფცია

GPS დამზადებულია სამი ნაწილისგაგან: 24-დან 32-მდე დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი თანამგზავრი, ოთხი საკონტროლო სადგური დედამიწაზე და GPS მიმღები, რომელიც მომხმარებელს უნდა გააჩნდეს. GPS სატელიტები კავშირის სიგნალს აძლევს სივრციდან, სადაც გამოყენებულია მომხმარებლის მიერ GPS მიმღები იმისათვის, რომ მიიღოს სამგანზომილებიანი მდებარეობა (განედი, გძედი, სიმაღლე) და დრო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება