გლისანდო (იტალ. glissando, ფრანგ. glisser - სრიალი), მუსიკალური ნაწარმოების შესრულების განსაკუთრებული ხერხი; შემსრულებელი ასრიალებს თითს არფის ან სხვა ხემიანი საკრავის სიმებზე, ფორტეპიანოზე (ერთი ან რამდენიმე თითის ფრჩილს თეთრ კლავიშებზე). ტრომბონზე წარმოიშობა კულისის მოძრაობით. გლისანდო იძლევა კოლორიტულ ბგერით ეფექტს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 3, გვ. 188, თბ., 1978