გიორგი ხოჯევანიშვილი

გიორგი ხოჯევანიშვილი (დ. 23 აპრილი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი.

გიორგი ხოჯევანიშვილი
საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 22 თებერვალი, 2023
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი

შიდა ქართლის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აგვისტო, 2018 – 1 აგვისტო, 2020
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული23 მაისი, 1985 (1985-05-23) (38 წლის)
საარჩევნი ოლქიგორი-კასპი
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები2

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1985 წლის 23 აპრილს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღპ სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 2006-2007 წლებში განათლება მიიღო რიგაში, სამართლის უმაღლეს სკოლაში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლის და ევროკაშირის საკითხებში (LLM). მონაწილეობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა საერთაშორისო პროგრამაში (IVLP). ხოჯევანიშვილი არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული. 2014-2016 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე. მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2006-2007 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სახელშეკრულებო განყოფილების მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კონსულტანტი და ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. 2008-2010 წლებში მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უფროს იურისტად. 2010-2013 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2013-2018 წლებში იყო შპს “მაგთიკომის“ იურიდიული/კონტრაქტების განყოფილების უფროსი.

2018 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე იყო შიდა ქართლის გუბერნატორი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ხოჯევანიშვილმა 41 333 ხმა (55,58%) მიიღო. [1] 2020–2023 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორი-კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება