გიორგი ხიმშიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიმშიაშვილი.

გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილი (რუს. Химшиев Георгий Спиридонович; დ. 14 ივნისი, 1836 — გ. 16 ივლისი, 1917, ბორჯომი) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი(13. 04. 1908).

გიორგი ხიმშიაშვილი

დაამთავრა პავლოვის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1855 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუსეთ-თურქეთის (1877–78) ომებში. მსახურობდა საველე არტილერიის მეცამეტე ბრიგადაში. 23.10.1874 – 27.04.1878 – 21-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე ბატარეის მეთაური. 03.10.1877 წ. – პოლკოვნიკი. 13.01.1892–1893 – არტილერიის მე-6-ე ბრიგადის მეთაური. 1893–1897 – 39-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური. 09.02.95–1905 – გრენადერთა ბრიგადის არტილერიის მეთაური. 13.04.1899 – კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის საარტილერიო მეთაური. 07.03.1905 წ. – ალექსანდროვის კომიტეტის წევრი. 12.10.1892 – გენერალ-მაიორი. 06.12.1900 – გენერალ-ლეიტენანტი. 1908 წელს მიიღო არტილერიის გენერლის წოდება.

1906–13 წ.წ. – გენერალ-ლეიტენანტმა ხიმშიაშვილმა გადასცა 339 კვადრატული საჟენი მიწა მთაწმინდაზე ეპარქიის სასულიერო-განმანათლებელ საძმოს, მიხეილ ტვერელის ეკლესიის ასაშენებლად. გარდაიცვალა 1917 წლის 16 ივლისს ბორჯომში. დასაფლავებულია თბილისში წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიის ეზოში (საფლავი დაკარგულია).

ჯილდოები რედაქტირება

ბრძოლაში სიმამაცისათვის დაჯილდოვებული იყო 2 ბატარეისა და 21 საარტილერიო ბრიგადის მუნდირით. ასევე მედლებით:

  • წმ. გიორგის – 4 ხარისხის. (19. 04. 1878).
  • წმ. ანნას – 3 ხარისხის. (1896), 2 ხარისხის. (1874), 1 ხარისხის. (1899).
  • წმ. სტანისლავის – 3 ხარისხის. (1860), 2 ხარისხის. (1871), 1 ხარისხის. (02. 04. 1895).
  • წმ. ვლადიმერის – 2 ხარისხის. (50 წელი ოფიცრის უმწიკვლო სამსახურისათვის – 1906).
  • თეთრი არწივის (1911).
  • წმ. ალექსანდრე ნევსკის (1913).

ლიტერატურა რედაქტირება

  • М. Д. Гогитидзе, "Военная елита Кавказа" I, 2007.
  • Военная Энциклопедия, т. 8, СП б, 1912, стр. 633.
  • газета „Кавказ“ – №63 – 08. 03. 1905; №152 – 14. 06. 1905.
  • „Кавказский календарь“ на 1895, стр. 383.
  • газета „Цнобис пурцели“ №188 – 05. 05. 1897 г.
  • Списки генералам по старшинству на 1892, 1901, 1908 г. г.
  • Военный орден Святого Великомученника и Победоносца Георгия, М., 2004, стр. 355/.