გიორგი ტუშინსკი

რუსი გეოგრაფი

გიორგი ტუშინსკი (რუს. Тушинский, Георгий Казимирович; დ. 26 აგვისტო, 1909 — გ. 9 ნოემბერი, 1979) — რუსი გეოგრაფი. ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი. მოღვაწეობდა უმეტესად გლაციოლოგიის დარგში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1971). პროფესორი (1949).[2]

გიორგი ტუშინსკი
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1909(1909-08-26) ან 1909[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი, 1979(1979-11-09) ან 1979[1]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
საქმიანობა გეოგრაფი, გლაციოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლომონოსოვის პრემია

გიორგი ტუშინსკი დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1934-1939 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა პედოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო გეომორფოლოგიის სპეციალობის ხარისხი. 1949 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ივანე შჩუკინმა, ნიკოლოზ ბარანსკიმ, განსაკუთრებით კი ალექსანდრე ბორზოვმა. 1930-იან წლებში იყო ალპინიზმისა და სამთო-ტურიზმის პოპულარიზატორი. დიდი სამამულო ომის დროს ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო დავალებებს. 1942 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბრძანების საფუძველზე მწვერვალ იალბუზიდან ასრულებდა ფაშისტური გერმანიის დროშების მოხსნას.[3]

1942 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „თებერდის ნაკრძალის გეომორფოლოგიური პირობები“. 1948 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. რუსეთში საფუძველი ჩაუყარა ზვავთმცოდნეობას. ტუშინსკის ძირითადი შრომები ეძღვნება საინჟინრო გლაციოლოგიის, ზვავსაშიშროებისა და სამთო-დაცვით საკითხებს. 1947 წლიდან იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პედაგოგი. 1949 წელს ტუშინსკიმ გამოაქვეყნა კაპიტალური ნაშრომი სახელწოდებით: „ზვავი, წარმოქმნა და მათგან თავდაცვა“, სადაც მოცემულია ზვავის წარმოქმნის პირობები და აგრეთვე შეჯამებულია კვლევის ისტორია.[4] 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლარული ქვეყნების გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1966 წლიდან ეწოდებოდა კრიოლითოლოგიისა და გლაციოლოგიის ფაკულტეტი.[3]

მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს თემებზე: „ზოგადი და რეგიონული გლაციოლოგია“, „თოვლისა და ყინულის სტრუქტურა“, „ზვავთმცოდნეობა“, „სელი“, „საინჟინრო გლაციოლოგია“, „აერომეთოდები გლაციოლოგიაში“, „ლანდშაფტების გეოფიზიკა“, „გეოგრაფიული კვლევების ტექნიკური უსაფრთხოება“.[3] ლომონოსოვის პრემიის ლაურეატი (1971).

თხზულებები რედაქტირება

  • Лавины. Возникновение и защита от них. М., 1949;
  • Ледники, снежники, лавины Советского Союза. М., 1963;
  • Космос и ритмы природы Земли. М., 1966;
  • Оледенение Эльбруса. М.1968;
  • Инженерная гляциология. М., 1971.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Материалы гляциологических исследований. № 36. М.,1979.
  • Гляциологический словарь. Л., Гидрометеоиздат, 1984.

სქოლიო რედაქტირება