სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომაია.

გიორგი ლომაია (დ. 8 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობდა. გიორგის ძმა, დავით ლომაია ასევე ფეხბურთელია.

გიორგი ლომაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ლომაია
დაბადების
თარიღი
8 აგვისტო, 1979 (1979-08-08) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1,93 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1996 კოდაკო თბილისი 31 (0)
1996–1997 დინამო-2 თბილისი 33 (0)
1997–1998 დინამო თბილისი 1 (0)
1998–1999 მერანი თბილისი 22 (0)
1999 დინამო თბილისი 1 (0)
2000–2003 ლოკომოტივი თბილისი 104 (1)
2003–2004 სპარტაკი მოსკოვი 2 (0)
2004–2005 ხიმკი 22 (0)
2006 ლუჩ-ენერგია ვლადივოსტოკი 7 (0)
2007 კარლ ცაისი იენა 15 (0)
2007 კარპატი ლვოვი 1 (0)
2008 ოლიმპი რუსთავი 0 (0)
2008-2009 ლოკომოტივი თბილისი 27 (0)
2009–2016 ინტერი ბაქო 108 (0)
2016–2017 დინამო თბილისი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
1998-2010 საქართველო 45 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ახალგაზრდული წლები გიორგიმ საფეხბურთო კლუბ მთვარის გლობუსში გაატარა.

საკლუბო რედაქტირება

გიორგი ლომაიამ თავისი საკლუბო კარიერა 18 წლის ასაკში, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში ლომაიამ ერთი სეზონი გაატარა. 1998-99 წლის სეზონში ლომაია საფეხბურთო კლუბ „მერანში“ გადავიდა. შემდეგ იყო ისევ თბილისის „დინამო“ და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი თბილისის „ლოკომოტივში“. გიორგიმ ამ კლუბში 104 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. 2003 წლიდან გიორგი ლომაიამ კარიერა რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელა. ჯერ იყო მოსკოვის „სპარტაკი“, შემდეგ საფეხბურთო კლუბი „ხიმკი“ და ბოლოს ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია.

2007 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ იენის „კარლ ცაისში“ გადავიდა. ამ გუნდში მის გარდა კიდევ 4 ქართველი: ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ონიანი და რევაზ ბარაბაძე ირიცხებოდა. აქ მან კარგად მოიკიდა ფეხი და ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, თუმცა იმ სეზონში „კარლ ცაისი“ მეორე ბუნდესლიგას დაემშვიდობა და ლომაიამაც კარიერა უკრაინაში, ლვოვის „კარპატში“ განაგრძო.

2008 წელს გიორგი ლომაია საქართველოში დაბრუნდა, ჯერ იყო რუსთავის „ოლიმპი“, შემდეგ თბილისის „ლოკომოტივი“, 2009 წლის ზაფხულიდან კი აზერბაიჯანულ ბაქოს „ინტერის“ ღირსებას იცავს.

სანაკრებო რედაქტირება

გიორგო ლომაიას სანაკრებო დებიუტი 1998 წელს, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში შედგა. მაშინ ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, სწორედ მან შეამჩნია ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარე და ამხანაგურ თამაშში გამოსცადა. გიორგიმ ნაკრებში რეგულარული თამაში 2002 წელს დაიწყო. მის კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო სანკრებო მატჩი იყო რუსეთთან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ამ მატჩის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა სწორედ გიორგი ლომაიამ.

ნაკრებში ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს ლომაიას თითქმის არ ეძლეოდა ნაკრებში თამაშის შანსი, რადგანც მის ადგილს ვეტერანი აკაკი დევაძე იკავებდა.

2006 წლის შემოდგომაზე ლომაია კვლავ დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. სწორედ ამ ერთ–ერთ თამაშში, მსოფლიოს ჩემპიონ იტალიელებთან დაუშვა შეცდომა, რომელიც ქართველებს გოლის ფასად დაუჯდათ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ იტალიასთან დაშვებული შეცდომის გამო საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ნაკრებიდან მოკვეთა.

2008 წელს სათამაშოპრაქტიკააღდგენილი ლომაია ისევ დავრუნდა ნაკრებში. ამ დროის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა იყო კვიპროსელ ფეხბურთელებთან, რომელშიც ქართველები მარცხს სწორედ ლომაიამ გადაარჩინა.

ტიტულები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება